მარტი30 , 2023
კულტურაჩინური ბესტსელერები ამაზონის მიხედვით

[:ka]ჩინური ბესტსელერები ამაზონის მიხედვით[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სამშაბათს, 25 ივლისს ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინწიგნების გაყიდვის კომპანიამ გამოაქვეყნა 2017 წლის პირველი ნახევრის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სია.

იაპონელი ავტორის, კეიგო ჰიაშინოს “ნამიმიას შერეული საქონლის მაღაზიის საოცრებები” (Miracles of the Namiya General Store) საუკეთესო ბეჭდური წიგნების სათავეში მოექცა. მას მოსდევს ჩინელი მწერლის, იანგ ძიანგის “ჰომო დეუსი:ხვალის მოკლე ისტორია” (Homo Deus: A Brief History of Tomorrow).

რაც შეეხება Kindle-ის ელექტრონული წიგნების სიის მოწინავე ადგილს, ჩინელი მწერლის ჭოუ მეისენის “ხალხის სახელით” (In the Name of the People), კეიგო ჰიაშინოს “ნამიმიას შერეული საქონლის მაღაზიის საოცრებები”(Miracles of the Namiya General Store) და ბრიტანელი ავტორის, კენ ფოლეტის “გიგანტების დაცემა” (Fall of Giants).

პოპულარულმა სატელევიზიო შოუებმა გაზარდა წიგნის გაყიდვები

ცნობილმა სატელევიზიო დრამებმა წიგნები, რომელთა მიხედვითაც ეს დრამებია გადაღებული, ბევრად მოთხოვნადი გახადა. ამ წიგნთა სიის პირველ ადგილს იკავებს  “ხალხის სახელით”. ეს უკანასკნელი ანტიკორუფციული ნოველაა, რომელიც გახდა საუკეთესო არჩევანი Kindle-ის ფასიანი ელექტრონული წიგნების და ის ამაზონის 8 საუკეთესო ბეჭდურ წიგნს შორის მოხვდა. გაყიდვების ბუმი განაპირობა რომანის სატელევიზიო ადაპტაციამ, რომელიც ინტერნეტში მარტის თვეში გავრცელდა. სტატისტიკის მიხედვით, სამთვიანი სკრინინგის შემდეგ წიგნის ონლაინ ვერსიის გაყიდვები 24- ჯერ გაიზარდა, ხოლო ტირაჟი- 12- ჯერ.

ჰონგ კონგელი მწერლის იზაბელ ნი-იშუს ნოველაზე “ჩემი ცხოვრების პირველი ნახევარი” მოთხოვნის გაზრდა ასევე განაპირობა ამ ნოველის მიხედვით გადაღებულმა სატელევიზიო დრამამ. ნოველის ეთერში გასვლის შემდეგ გაყიდული წიგნების რაოდენობა 600-ჯერ გაიზარდა.

Amazon ranks bestselling books in China

ჩინეთის ტოპ 10 პოპულარული ბეჭდური წიგნი 2017 წლის პირველ ნახევარში. [ფოტო/ amazon.cn]

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთმა და ჰონდურასმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ჩინეთმა და ჰონდურასმა 26 მარტს პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.კომუნიკეს თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და...

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები