მაისი30 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჩინური ენის პოპულარიზაცია საქართველოში

ჩინური ენის პოპულარიზაცია საქართველოში

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

საქართველოში ოფიციალურად ჩინური ენა 27 წელია ისწავლება, მაგრამ მის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კონფუცის ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი საერთაშორისო კულტურული-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელია, რომელიც დაარსებულია სახელმწიფო კანცელარიის მიერ ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით. ინსტიტუტის მიზანია ჩინური ენის კურსების ორგანიზება, ჩინეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების მეშვეობით, ჩინური ენის კვალიფიკაციური ტესტის ჩატარება (HSK/HSKK), ჩინური ენის სასწავლო ლიტერატურის მომზადება და სხვა. საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორისაა ესეების კონკურსი როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის ასევე სტუდენტებისათვისაც, „ჩინური ენის ხიდი“-ს კონკურსი, რომელიც საშუალებას აძლებს ჩინური ენით დაინტერესებულ ადამიანებს გაიმარჯვონ და გაემგზავრონ ჩინეთში საქართველოს სახელით და უკვე იქ საერთაშორისო დონეზე ასახელონ თავიანთი ქვეყანა. კონფუცის ინსტიტუტის დამსახურებაა ასევე ჩინური ენის სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც საშუალებას აძლევს ჩინური ენით დაინტერესებულ პირებს ქართულ ენაზე დაიწყონ ჩინური ენის შესწავლა. გარდა ამისა კონფუცის ინსტიტუტი უზრუნველყოფს სტიპენდიებს, რომელიც გულისხმობს ჩინეთში გამგზავრებას ჩინური ენის გასაღრმავებლად. 2017 წელს კონფუცის ინსტიტუტის ეგიდით თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა კონფუცის კლასი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ჩინური ენის შემსწავლელ კურსებსა და სხვადასხვა კულტურულ კლასებს, მაგალითად ფერწერის, კალიგრაფიის, უშუსა და სხვა სახის გაკვეთილებს.

კონფუცის ინსტიტუტის გარდა სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩინური ენა შეისწავლონ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში, კერძოდ ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელია: თავისუფალ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.

ჩინური ენის შესწავლა თანდათანობით პოპულარული ხდება სკოლის ასაკის ბავშვებშიც, ამიტომ ახალი ინიციატივით სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

უწყების ინფორმაციით კი ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

უახლესი სტატიები

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

ტინგ ლიჟენი – ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

სულ რამდენიმე დღის წინ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი (World Chess Championship 2023) ჩინეთის წარმომადგენლის ტინგ ლიჟენის ჩემპიონობით დასრულდა. ტინგი მე-17...

ჩინური კალიგრაფიის დემონსტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში

27 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩინური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ამავე ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სუ...

ჩინეთის პრეზიდენტი 70 ქვეყნის ელჩს შეხვდა

პეკინის ხალხის დიდ დარბაზში, 2023 წლის 26 აპრილს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა უმასპინძლა 70 ელჩს მეგობრობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები