მარტი22 , 2023
კატეგორიის გარეშე"ჩინური ენის ხიდის" საერთაშორისო კონკურსის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია

[:ka]”ჩინური ენის ხიდის” საერთაშორისო კონკურსის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სამშაბათს, 5 ივნისს  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშირისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

ჩინეთის შესახებ ესეს წერა, სიტყვით გამოსვლა, კითხვებზე პასუხი და კულტურული ნომერი ის ეტაპებია, რომელიც კონკურსში მონაწილე თითოეულმა წევრმა გაიარა და თანაც დიდი წარმატებით. ღონისძიების მონაწილეები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულიც გამოავლინა.

პირველი ადგილი დაიკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. მეორე ეტაპი რიგით მე-17 საერთაშორისო „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსში მონაწილეობაა, სადაც ჩვენი გამარჯვებული საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. „ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ კონკურსში გამომეცადა ჩემი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში დაგროვილი ცოდნა“– განაცხადა მან.

ღონისძიების საპატიო სტუმრების სიაში იყვნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ქალბატონი

და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა. სტუმრები სიტყვით წარსდგნენ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტის მნიშვნელობას ჩინეთის კულტურის პოპულარიზაციაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

წუო ხუნგპო [ფოტო/კონფუცის ინსტიტუტი]
ვახტანგ ლეჟავა [ფოტო/კონფუცის ინსტიტუტი]
[ფოტო/კონფუცის ინსტიტუტი]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები