ჩინური ვარდი(玫瑰 – Méiguī)

0
458

ისტორიული მტკიცებულებების თანახმად, ვარდების კულტივაცია ჩინეთში დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყო. ხანის დინასტიის წარმომადგენლები განსაკუთრებით იყვნენ გატაცებულნი ვარდებით.

იმპერატორის ბიბლიოთეკა ვარდების შესახებ ასობით წიგნს შეიცავდა, ასევე სწორედ ვარდები ამშვენებდა საიმპერატორო ბაღს.

ჩინურ კულტურაში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში, ფერის მიხედვით, ვარდს მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნებისმიერი ვარდი სიყვარულის, პატივისცემის, რწმენის, სილამაზის, წონასწორობის, ვნების, სიბრძნის, ერთგულებისა და მარადისობის სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი ყვავილები ძირითადად გამოიყენება საკვებად და ვარდის ზეთის დასამზადებლად, ამასთან ფართოდ გამოიყენებენ კოსმეტიკაში, წვრილ ქიმიურ და სხვა ინდუსტრიებში.

იხილეთ ვიდეო:       李子柒 – 玫瑰花的一生