[:ka]

კომერციის ახალი სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, ჩინეთში საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობამ კულტურულ პროდუქციათა და მომსახურების სფეროში,  88,52 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე მონაცემების  მიხედვით, გართობისა და სარეკლამო მომსახურების სფერო, 2016 წელს, 31.8%-ით გაიზარდა და ჯამში 5.43 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გასული წლის იანვარში, Dalian Wanda Group-მა, რომელიც ჩინეთის უმსხვილესი კომერციული ქონების კომპანიაა, შეიძინა აშშ-ს კინოსტუდია „Legendary Entertainment“, 3.5 მილიარდ დოლარად.

როგორც იუწყება ადგილობრივი მედია, დროთა განმავლობაში მეტად პოპულარული ხდება ჩინურენოვანი დრამები და რომანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათი უმრავლესობა უამრავ ენაზეა უკვე ნათარგმნი. Wuxiaworld.com, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი ჩინურ-ინგლისური სათარგმნი პლატფორმა, ამერიკული ყველაზე ცნობილ ვებგვერდების სიაშია და აქვს მილიონობით ნახვა ყოველ დღე.

როგორც, ახლახანს განაცხადა მინისტრის წარმომადგენელმა მედიასთან კომერციის სამინისტრო სამომავლოდ, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, გეგმავს გააფართოოს არხები და გახადოს ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი .

[:]