ივნისი4 , 2023
ბიზნესიჩინური ინოვაციის - საზიარო-ველოსიპედების განვითარება მსოფლიოში

[:ka]ჩინური ინოვაციის – საზიარო-ველოსიპედების განვითარება მსოფლიოში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პეკინში დაფუძნებული საზიარო ველოსიპედები, ე.წ. “Mobike”, ლონდონის ბაზარსაც უერთდება.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი კრის მარტინი ჩინური ინოვაციის, საზიარო ველოსიპედების სისტემის, ლონდონში შეტანას გეგმავს.

ფოტო: Chinesepayment

“საზიარო-ველოსიპედების გეგმა მსოფლიო მასშტაბით აპირებს გაფართოვებას, ეს მეთოდი გაამარტივებს  საზოგადოების მგზავრობას და დაეხმარება უცხოელ ვიზიტორებს ენის ბარიერების გადალახვაში,”- 1 აგვისტოს სინხუას განუცხადა მარტინმა.

მისივე განაცხადებით, მხოლოდ ქალაქის რუკით და “Mobike”-ით, მიუხედავად ენის ბარიერისა, ყველა მომხმარებელი შეძლებს ესტუმროს ნებისმიერ ადგილს.

“Mobike”-მა  ჩინეთის ქალაქ შანხაიში 2016 წლის აპრილში მოიკიდა ფეხი, პირველი გაფართოება 2017 წლის 21 მარტს სინგაპურში ჰქონდა.

ხუთი თვის განმავლობაში “ვერცხლისფერისა და სტაფილოსფერის” ქარიშხალმა, ანუ ველოსიპედის ფერებმა უკვე გაუარა ბრიტანულ ქალაქებს, მანჩესტერსა და სოლფორდს, ასევე იაპონიაში ფუკუოკასა და საფოროს, იტალიაში მილანსა და ფლორენციას.

მარტინის განცხადებით, “მობაიკმა” ივნისში 1000 ცალი ველოსიპედი შესთავაზა მანჩესტერს და ისინი დღეში 9-10 ადამიანს მოემსახურება.

timeoutshanghai/Photo

“ვინაიდან ველოსიპედით სეირნობა გაფართოვდა ქალაქის ცენტრიდან გარეუბნამდე, მოთხოვნა იზრდება,”- დაამატა მარტინმა.

მობაიკის გეგმის დებიუტი 750 ველოსიპედის ხელმისაწვდომობა იქნება პატარა ქალაქ ილინგში, რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად მზარდი იქნება. მომხმარებლებმა ნახევარ საათში 50 პენსი ($0.67) უნდა გადაიხადონ.

მარტინმა განაცხადა, რომ საზიარო ველოსიპედები არ არის მხოლოდ ჩინეთის ბიზნესი და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ჩაბმა ამ გასეირნებაში.

კომბინირებული კრეატიულობა-მეცნიერება ტექნოლოგიები და დიზაინი “Mobike”-ს უფრო მიმზიდველს ხდის, პოტენციური თანამშრომლებისთვის.

აზიიდან ევროპაში ჩინელმა მოხელეებმა ცვლილებები შეიტანეს გეგმაში, მიიღეს რეგულაციები რომლებიც მორგებული იქნება დამკვეთზე. მაგალითად, ლონდონის ველოსიპედები აღჭურვილია წინა სანათებით, მათი მოთხოვნის შესაბამისად.

“”Mobike” მზად არის, გამოავლინოს საუკეთესო გზები, იმისთვის რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ადაპტირებული ველოსიპედები გამოუშვას,” – განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან ასევე დაამატა, რომ მობაიკის წარმოების სისტემა აკრედიტირებულია საერთაშორისო სერთიფიკატით, როგორებიცაა TUV SUD.

კომოანია 2017 წლის დასასრულისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 200 ქალაქის გადაფარვას გეგმავს.

ფოტო: Mobike.

მარტინის განცხადებით, ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის მაღალი ხარისხსი განვითარების წინაპირობაა.

მობაიკი განსაკუთრებულ ყურადღებას მეცნიეურლ ელემენტებს, ბრენდის ფასეულობას, სოციალურ პასუხისმებლობასა და გარემოს დაცვას უთმობს.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები