Home ახალი ამბები ჩინური კალიგრაფიის დემონსტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში

ჩინური კალიგრაფიის დემონსტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში

0
67

27 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩინური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ამავე ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სუ კუოინგმა ჩინური კალიგრაფიიის დემონსტრაცია ჩაატარა. 

 

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა მეტი გაეგოთ 4000 წლიანი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უმაღლესი სტატუსის პლასტიკური ხელოვნების ჩინური კალიგრაფიის (书法 შუფა) შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატონმა სუმ პირადად შეასრულა რამდენიმე ნამუშევარი, რითაც დამსწრეებს კალიგრაფიის შესრულების შემოქმედებითი პროცესი აჩვენა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ პროცესში და დაეწერათ იეროგლიფები.