[:ka]ჩინური კერძების ფესტივალი პეკინში [:]

0
5001
ბატი მარილწყალში [ფოტო/ China Daily]

[:ka]იანგჭოუ ხუაიიანგი ჩინეთის ოთხი ძირითადი სამზარეულო სტილიდან ერთ-ერთის დაბადების ადგილია. ხუაიიანგის სამზარეულო ცნობილია თავისი მსუბუქი, ჰაეროვანი არომატითა და დახვეწილი კერძებით.

იმისათვის, რომ დააგემოვნოთ ხუაიიანგის სამზარეულოს კერძები სულაც არ არის საჭირო, ეწვიოთ მის მშობლიურ ქალაქს. იანგჭოუს საჭმლის ფესტივალი, რომელსაც პეკინი მასპინძლობს,  სასტუმრო მინწუში იმართება. ფესტივალი მსურველებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ხუაიიანგის კერძები. ცნობილია, რომ დღესასწაული 31 ივლისამდე გაგრძელდება.

რაც შეეხებაბ ფესტივალის მენიუს, მასში შედის ხუაიიანგის სამზარეულოს კერძები, რომელსაც სტუმართათვის იანგჭოუს საოჯახო სასტუმროს შეფ-მზარეული ამზადებს.

მენიუს ყველაზე მოთხოვნადი კერძია ვენს’ ტოუფუ.

Food festival in Beijing offers treat to fans of Yangzhou cuisine

ვენს’ ტოუფუ [ფოტო/ China Daily]

ცნობილია, რომ კერძი შექმნა განდეგილმა სახელად ვენს’, ცინგის დინასტიის დროს (1644-1911). კერძის მომზადებისას, მცირე ზომის, რბილი ტოუფუ იხეხება, არანაკლებ 5,000 ცალისა. მზარეულები იმდენად ოსტატურად და სწრაფად აკეტებენ ამას, რომ გახეხვის პროცესს ხშირად ამსგავსებენ ბუდისტური რიტუალების შესრულებისას გამოცემულ ხმას. გახეხილი ტოუფუს, რომელიც იმდენად წვრილია რომ შესაძლოა ნემსის ყუნწშიც კი გაძვრეს, ყვავილის მსგავსად ათავსებენ წყალში.

Food festival in Beijing offers treat to fans of Yangzhou cuisine

ლომის თავი/ შ’წ’თოუ [ფოტო/ China Daily]

მეორე კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, არის გიგანტური ხორცის გუფთა- შ’წ’თოუ, რომელსაც ლომის თავსაც უწოდებენ. კერძი მზადდება ცხიმოვანი და მჭლე ღორის ხორცისაგან. ხორცი იჭრება ხელით, რის შემდეგაც მას აძლევენ ბურთის ფორმას და მომზადებამდე 4 საათის განმავლობაში სიმშრალეში ინახავენ.

Food festival in Beijing offers treat to fans of Yangzhou cuisine

“ციყვი თევზი” [ფოტო/ China Daily]

მენიუს მესამე მოთხოვნადი კერძია “ციყვი თევზი”. მზარეულები ნარინჯისფერ თევზს ზეთში ისე წვავენ, რომ ის იხვევა და ემსგავსება ციყვის კუდს. ამის შემდეგ, ხრაშუნა თევზს ათავსებენ სოუსში.

ასევე ძალიან გემრიელია ძიცაი თანგიუენ, ბრინჯის ატრია- რბილი, მძაფრი სურნელით.

ფესტივალის მენიუში შედის ქალაქის განთქმული პაოწ’ და შემწვარი ბრინჯიც.

Food festival in Beijing offers treat to fans of Yangzhou cuisine

შემწვარი კრევეტები  [ფოტო/ China Daily]

Food festival in Beijing offers treat to fans of Yangzhou cuisine

შემწვარი ბრინჯი  [ფოტო/ China Daily][:]