მარტი26 , 2023
ბიზნესითანამედროვე ჩინური მოდის მიმდევრები

[:ka]თანამედროვე ჩინური მოდის მიმდევრები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ახალი თაობა საკუთარი ინდივიდუალურობისა და ცხოვრების სტილის წარმოსაჩენად ადგილობრივ ბრენდებს ირჩევს.

ახალგაზრდა მომხმარებლები ქალაქში პოპულარული საერთაშორისო მარკის მქონე ბრენდების ნაცვლად,  მკვეთრ ადგილობრივ დიზაინერებს ირჩევენ. როგორც ჩანს, ისინი ჩინური მოდის მიმდევრები არიან.

OC&C – ის სტრატეგიულმა კონსულტანტებმა ზაფხულის მიმოხილვის მიხედვით, მყიდველების ახალი ტრენდული ჩვევა გამოააშკარავეს, რადგან იარლიყი “დამზადებულია ჩინეთში” ახალ მნიშვნელობას იძენს ტანისამოსის ინდუსტრიაში.

2500  გამოკითხული ჩინელიდან, რომლებიც აქტიურად დადიან საყიდლებზე, მხოლოდ 10% – მა გამოხატა უკმაყოფილება ადგილობრივი დიზაინერების მიმართ – ეს მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ ორჯერ შემცირდა.

ნანძინგში მდებარე მაღაზიის მომხმარებელი. [ფოტო/Zhu Zhu/for China Daily]

მდგომარეობის ცვლილები აღინიშნა ჩატარებული გამოკითხვაში,  სადაც 46% -ზე მეტმა განაცხადა, რომ ტანისამოსის ჩინური ბრენდები მოსწონს, ეს მაჩვენებელი 2015 წლიდან ორჯერ გაიზარდა.

“ადგილობრივი ბრენდების მხარდამჭერები ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებლები არიან ( 16-44 წლამდე)”, განაცხადა ვანგ ჩოგნმა, OC&C – ის პარტნიორმა.

მან დასძინა, რომ  გამოკითხულიდან 40% – ზე მეტი მომხმარებლის, ადგილობრივი საქონლის შესძენის მიზეზი დაბალი სოციალური სტატუსია.

ვანგის ინფორმაციით ეს – მდგომარეობის მხოლოდ ერთი მხარეა, “ ახალგაზრდა მომხმარებლების დიდი სურვილია იდენტურობა მოდის საშუალებით წარმოაჩინონ.”

გამოკითხულთა 39 პროცენტმა ჩინური საქონელი კულტურული ღირებულების მიხედვით ამჯობინა, ხოლო 29 პროცენტმა სტილი მიმზიდველად ჩათვალა.

ეს სასიხარულო ამბავია ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა: Peace Bird Fashion Co Ltd, რომელიც ჭეძიანგის პროვინციის ზღვისპირა ქალაქში, ნინგპოში 22 წლის წინ დაარსდა.

დროთა განმავლობაში ჩინური ტანისამოსის ბიზნესი,  მხოლოდ საშუალო ბაზარზე აღარ არის გათვლილი და ის მნიშვნელოვან ეტიკეტად გადაიქცა.

[ფოტო/China daily]

ცნობილი სახეები, როგორებიც არიან Victoria’s Secret – ის ანგელოზები ხ’სუი და მოდის ბლოგერი, ხან ხუოხუო მზად არიან ატარონ კომპანიის ტანისამოსი კომერციულ გადაღებებზე.

მოდერნიზაცია 2014 წელს დაიწყო, როდესაც Peace Bird – მა “გადაჯვარედინებული” სტილის სამოსი ცნობილ, გასართობ და სამომხმარებლო ბრდენდებთან ერთად ახალგაზრდა აუდიტორიისთვის წარმოადგინა.

იმ დროს ეს გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან ჩინური კომპანიების უმეტესობა დაკავებული იყო სხვადასხვა პრობლემებთან ბრძოლით, ისინი ფიქრობდნენ თუ როგორ გაენახლებინათ ძველი კოლექციები.

[ფოტო/just-style]

Peace Bird – ის ფილოსოფიამ დაამტკიცა მომხმარებლის მოთხოვნა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, კომპანია სხვადასხვა კოლექციებს უშვებს, როგორებიცაა პეპსის სერიები და ემოჯის იდეოგრამები. ისინი ახალგაზრდების კულტურასა და ახალ ტრენდებზეა მორგებული.

“ჩვენ არ წამოვიწყეთ მარკეტინგული კამპანია განსაზღვრულ დროს, რადგან ბრენდი უფრო ახალგაზრდული ყოფილიყო” განაცხადა წოუ ციანმა, Place Bird – ის  დირექტორმა. “ჩვენ, ბაზრის ცვლილებებს სწრაფად ვუპასუხეთ, მაშინ როდესაც ვესაუბრებოდით მომხმარებლებს.”

კომპანია მოდის მრჩეველ ფრანგულ კომპანიასთან  MLC – ისთან თანამშრომლობდა, საკუთარი დიზანიერების და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. Peace Bird  – ის კომპანიაში 535 ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა კი 30 წლამდე ასაკის არის.

OC&C Strategy Consultants Company [ფოტო/Consultancy]

გასულ წელს ჯგუფმა 81.8 მილიონი იუენი ($12.3 მილიონი) კვლევებსა და განვითარებაში დააბანდა, რითაც 2015 წელთან შედარებით 27.9 % – იანი ზრდა მოიპოვა.

ეს ყურადღება დეტალების მიმართ დაფასდა, კომპანიის ერთ-ერთ ბრენდს Led’In – ს ახლა, ჩინეთის ირგვლივ 687 სავაჭრო ადგილი აქვს, რომელის მომხმარებელი ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონები არიან.

2016 წლის მაისში ჩატარებული რეკლამირების წყალობით Led’in – მა  ერთი დღის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ნივთი გაყიდა, რამაც ჯამში 8.39 მილიონი იუენის შემოსავალი დატოვა.

Peace Bird – ის წლიური ბრუნვა, რომელსაც 4,145 მაღაზია აქვს, 20 მილიარდ იუენს აღწევს.

“მომავალში ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რაც ახალგაზრდა მომხმარებელს მოსწონს”, განაცხადა წოუმ, “ ჩვენი მიზანია ვიმუაშაოთ ისე, თითქოს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ვართ”

როგორც  OC&C – ის თანამშრომელმა ვანგმა განმარტა,  განსაკუთრებით 1990 – იან წლებში დაბადებული ადამიანებს ასაკობრივ ჯგუფს განსხვავებული გემოვნება აქვთ. ისინი მზად არიან გადაიხადონ პრემიებიც, ძვირადღირებული ტანისამოსისთვის.”

ბუნებრივად, ამან მიგვიყვანა ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ბაზრის ნიშაზე ორიენტირდებიან. ყველას არ მოეწონება ის რასაც უშვებენ, მაგრამ ამ ნაბიჯით ისინი ერთგულ კლიენტურას მოიპოვებენ.

JNBY, რომელიც ჭეძიანგის პროვიციაში, ხანგჭოუში დაარსდა, ერთ-ერთი ასეთი ბრენდია.

[ფოტო/thestandart.com]

1994 წელს დაარსებული კომპანიის ტანისამოსი, ძლიერ ჩინურ ხასიათს, ფერებში, ტექსტილში და სტილში გამოხატავს.

ჰონგ კონგში დარეგისტრირებულ კომპანიას წლის პირველ ნახევარში ბრუნვა 1.3 მილიარდი იუენი აქვს. მთლიანი მოგება ერთ წელიწადში 25.9 % – ით გაიზარდა, რაც 843 მილიონი იუენია.

ფრანკ ჭუმ, JNBY – ის მთავარმა ფინანსისტმა დაადასტურა, რომ კომპანიის მომხმარებლები უმეტესად 25-35 წლამდე არიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ JNBY – ის კლიენტების რიცხვი ბოლო 4 წლის განმავლობაში მატულობს. 2016 წლის ბოლოს, კომპანიას 1,498 მაღაზია ჰქონდა ჩინეთში და არაერთი სავაჭრო ადგილი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ისრაელში.

“ჩვენ გვსურს, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ახალგაზრდა მომხმარებელი, რომ უფრო ხშირად შეიძინონ ჩვენი ტანისამოსი, ზოგი ახალგაზრდა კუმირის სტილს მისდევს, ზოგს კი ურჩევნია განსხვავებული სტილის ტანისამოსი, რომელიც მათ ინდივიდუალურობას წარმოაჩენს.”

“ამ  ჯგუფის გაფართოება ჩვენი სტიმულია – ახალი პროექტების შესაქმნელად.”

[:]

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები