[:ka]

ჩინელი ხალხი დიდ ყურადღებას ამახვილებს საკვების ფერზე, გემოზე, სუნზე და ფორმაზე. გემოვნება განიხილება, როგორც ჩინური საკვების სული. ჩინეთში იყენებენ უამრავი სახის სანელებლებს, რათა შექმნან დაუვიწყარი გემო.

„ 5 გემოს“პრინციპი

ჩინური საკვების გემო ტრადიციულად იყოფა 5 ნაირსახეობად. ესენია: მლაშე, ცხარე, მჟავე, ტკბილი და მწარე. ჩინური ტრადიციული მედიცინის მიხედვით, ამ ხუთი გემოს ჰარმონია არა მხოლოდ წარმოშობს უნიკალურ არომატს, არამედ გააჩნია ფუნქცია მიაღწიოს ბალანსს, რომ ხელი შეუწყოს ჯანმრთელობას.

ადგილობრივი არომატი

ჩინეთში სამზარეულოს არომატის ცვალებადობა რეგიონიდან რეგიონამდე იცვლება. როგორც წესი 5 ძირითადი არომატიდან ერთი ან ორი მათგანი დომინირებს. არომატის უპირატესობები იმ რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობას, კლიმატს, სოფლის მეურნეობას, კულტურასა და ისტორიას ასახავს.

სტატიაში მოგიყვებით ჩინური საკვების იმ ხუთ არომატზე რომლებიც ყველაზე პოპულარულია ქვეყნის რეგიონებში.

ცხარე  სანელებლიანი – გავრცელების არეალია ცენტრალური ჩინეთი, კერძოდ ს’ჩუანი და ხუნანი. არომატულობით მას ასევე უწოდებენ „ ცხარე გემოს“ 5 ძირითადი არომატიდან. მას შეუძლია არა მხოლოდ მადის აღძვრა, არამედ აქვს ფუნქცია გამოდევნოს სიცივე ადამიანის სხეულიდან, ატენიანებს სიმშრალეს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.Image result for Chinese dishes

პიკანტური საკვები ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში. საკვების ამგვარი არომატი კი, როგორც ამბობენ გამოწვეულია იქ გაბატონებული ნოტიო, ტენიანი კლიმატით. ქვეყნის ამ რეგიონებში წიწაკას უხვად იყენებენ სამზარეულოში. ყველაზე ცნობილი სამზარეულო თავისი ცხარე არომატულობით არის ს’ჩუანის და ხუნანის. პირველი მათგანის სამზარეულო ხასიათდება პიკანტურობის მაღალი დოზით, რაც იქაური წიწაკის გამოყენებით მიიღწევა. ხუნანში კი გამოიყენებენ  ცხარე ნედლეულს და ს’ჩუანთან შედარებით, საკვები მეტად პიკანტური გამოდის. ამ რეგიონებში ცნობილია ს’ჩუანის მოთუშული ხორცი ბოსტნეულით  და ხუნანის ორთქლზე დამზადებული თევზის თავი წითელი წიწაკის სანელებლებით.

მლაშე საკვები ძირითადად სანაპირო რაიონებში და ჩინეთის ჩრდილოეთით არის გავრცელებული. მლაშე გემო განსაკუთრებულია თავისი თვისებებით. ცნობილია, რომ მარილიანი საკვები სხეულს ეხმარება სტაგნაციისაგან თავის დაღწევაში. თუმცა მარილიანი საკვების ხშირი მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის.Image result for salty Chinese dishes

ჩრდილოეთ ჩინეთის მოსახლეობა უპირატესობას მლაშე საკვებს ანიჭებს, განსაკუთრებით აქ მარილწყალში დაკონსერვებული ბოსტნეული უყვართ. იმის გამო, რომ ჩინეთის ჩრდილოეთით ცივა, ზამთარში ხელი არ მიუწვდებათ ახალ, ადგილობრივ  ბოსტნეულზე, ამიტომაც ადგილობრივები შემოდგომაზე აღებულ ბოსტნეულს მარილწყალში ინახავენ და ზამთარში მიირთმევენ.

ტკბილი არომატის  გავრცელების არეალი აღმოსავლეთ ჩინეთია. ჩინური მედიცინის მიხედვით ტკბილ გემოს შეუძლია სხეულის ფერის შეცვლა, დაავადების შემსუბუქება და განწყობის გაუმჯობესება. ტკბილი ჩინური სანელებლების სიაშია შაქარი, თაფლი და სხვადასხვა მურაბა, რომელთაც შეუძლია კერძის არა მხოლოდ დატკბობა, არამედ არომატულობის გაზრდაც.Image result for Chinese dishes sweet

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტკბილი არომატი აღმოსავლეთ ჩინეთშია პოპულარული. კერძოდ ფუძიენში, ჭ’ძიანგში, ძიანგსუში, ანხუეისა და  კუანგტუნგის პროვინციაში. აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდ ყურადღებას ამახვილებს სხეულის ფერზე, ამიტომაც ისინი უპირატესობას ტკბილ და მსუბუქ გემოს ანიჭებენ.

ყველაზე ცნობილი ტკბილი ჩინური კერძია, ტკბილი და მჟავე თევზი ძიანგსუდან.

მჟავე არომატი პოპულარული გემოა ჩინეთის სამხრეთით. განსაკუთრებით, კუანგსი, კუიჭოუ და იუნნანი შედარებით სიღარიბეში ცხოვრობს, მათ ურჩევნიათ მიირთვან შენახული საკვები და ამას ძმრის დახმარებით ახერხებენ. ამიტომაცაა, რომ ამ რეგიონებში საკვებს ძირითადად მჟავე არომატი აქვს. ყველაზე მეტად გავრცელებულია კუიჭოუს თევზის მჟავე წვნიანი.Image result for Chinese dishes sour guizhou fish

ჩინური სამკურნალო საკვების არომატი მწარეა. როგორც ამბობენ, მწარე გემო ხელს უწყობს სიცხისგან თავის დაღწევას, აძლიერებს კუჭის მოქმედებას და ზრდის ნერწყვის გამოყოფას.Image result for Chinese dishes  bitter medicine მწარე არომატი ხშირად გამოიყენება ჩინურ სამზარეულოში, თუმცა არა მარტო. ოდნავ მწარე სანელებლები კერძს უფრო გემრიელს ხდის და ადამიანებში მადას აღძრავს.

[:]