[:ka]
ჩინელებს ძალიან უყვართ ჭამა და აქედან გამოდინარე მათი სამზარეულო საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია ინგრენდიენტების თვალსაზრისით. სტატიაში მოგიყვებით მათი სამზარეულოს შესახებ და ასევე იმ განსაკუთრებული ინგრენდიენტებისა, რომელთა შეძენაც მხოლოდ აზიურ და ჩინურ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი.
მთავარი პროდუქტების სია ბრინჯით იწყება. ბრინჯი, ჩინური სამზარეულოს ძირითადი ინგრენდიენტია, რომელიც სამხრეტ ჩინეთში მოჰყავთ. ჩინელი ხალხი, ამ მარცვლეულს თითქმის ყოველდღე მიირთმევს. ამის გარდა, მას იყენებენ ლუდისა და ღვინის წარმოებაში. ბრინჯი არის ყველაზე პოპულარული საკვები ჩინეთში და ის გამოიყენება მრავალ კერძში ინგრენდიენტად, ასევე ბრინჯი ჩინეთში გარნირია და ჩინელებს პურის მაგივრობას უწევს.
ატრიაატრია ჩინური სამზარეულოს კიდევ ერთი მთავარი ატრიბუტია. ჩინეთში ატრია ყველასთვის საყვარელი საჭმელია, განსაკუთრებით ის დასავლეთით მოსწონთ. ჩინურ ატრიას, ძირითადად პურის ან ბრინჯის ფქვილისაგან ამზადებენ. მას მიირთმევენ წვნიანში, ხორცთან, კვერცხთან ან სხვა ბოსტნეულთან ერთად.
ტოუფუ (სოიოს ხაჭო)ტოუფუ ანუ სოიოს ხაჭო ჩინური წარმოშობისაა. ის მზადდება სოიოს რძისა და წყლისაგან. ტოუფუ ნაკლებ ცხიმიანი და პროტეინებით მდიდარია. სოიოს ხაჭოს იყენებენ წვნიანებში, სალათებში. ტოუფუ ცოტა ხნის წინ გახდა ძალიან პოპულარული ინგრენდიენტი დასავლეთ ვეგეტარიანული კერძებისთვის.
რაც შეეხება ხორცს და შინაურ ფრინველს, შეიძლება ითქვას, რომ ჩინელები თითქმის ყველა შინაური ცხოველის ხორცს მიირთმევენ, ღორის ხორციდან დაწყებული იხვითა და ქათმით დამთავრებული. აქედან ყველაზე ხშირად ღორის ხორცს ჭამენ, რომელსაც კერძების უმეტესობაში იყენებენ. ასევე ჩინეთში, ცხოველის ნებისმიერი ნაწილის ჭამაა ნებადართული. იქნება ეს ხორცი, მისი კანი, სისხლი თუ შიგნეულობა. თუმცა არ იციან უმი ხორცის ჭამა. უპირატესობას მოხარშულ, შემწვარ, ნახევრად-შემწვარ, ორთქლზე დამზადებულ ან დაკონსერვებულ ხორცს ანიჭებენ .
კვერცხი
ჩინეთში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით კვერცხს მოიხმარენ. აქ ჭამენ მრავალი სახის ფრინველის კვერცხს. ყველაზე გავრცელებულია ქათმის, იხვის, ბატის, მტრედისა და მწყერის კვერცხი. მას მიირთმევენ, როგორც ორთქლზე მომზადებულს, ისე წვნიანში და შემწვარს სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად.
ჩინური მცენარეული ინგრედიენტებიბრინჯის შემდეგ, ბოსტნეული ჩინური სამზარეულოს მეორე ფუნდამენტური ნაწილია. ჩინელ ხალხ ძალიან უყვარს ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი, რომელსაც კერძების უმეტესობაში იყენებენ. ხშირად გამოყენებადი ბოსტნეულის სიაში შედის ფოთლოვანი ბოსტნეული, ჩინური ბადრიჯანი, თეთრი ბოლოკი, ჩინური სოკო, ხახვი, სოიოსა და ბამბუკის ნორჩი ყლორტები, მწვანე ლობიო და სტაფილო.
ხოლო, რაც შეეხება არომატიზირებელ და საკმაზ ინგრენდიენტებს
სიის სათავეშია ჯინჯერი(ჯანჯაფილი, კოჭა), ფართოდ გავრცელებული საკვები ინგრენდიენტი ჩინეთში, რომელიც გამოიყენება, როგორც ცხარე საკმაზი. ჩვეულებრივ იყენებენ ნიორთან ერთად შემწვარი კერძების შესაკმაზად.
წიწაკა
წიწაკა ჩინური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, განსაკუთრებით ჩინეთის სამ პროვინციაში: ს’ჩუანში, ხუნანსა და კუეიჭოუში.
“ხუთი არომატი”:დარიჩინი;მიხაკი;ცერეცოს თესლი;ანისული; ს’ჩუანური პილპილის მარცვლები.
ნიორსაც, ჯინჯერის მსგავსად, საკმაზის ფუნქცია აქვს და ჩინური სამზარეულოს ყველა კერძში საპატიო ადგილი უჭირავს.
გაზაფხულის ხახვი: ხშირად გამოიყენება გარნირად ან უბრალოდ კერძის გასაფორმებლად
ქინძი ძალზედ პოპულარული მწვანილია, თავისი ძლიერი არომატით, მას იყენებენ განირად ან სოუსის მოსამზადებლად.
[:]