[:ka]ჩინური სამზარეულო [:]

[:ka]

ჩინური სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი. ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია საკვების არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. ჩინური სამზარეულოს ისტორია ნეოლითის ეპოქიდან იღებს სათავეს. დროთა განმავლობაში რეგიონების ჩამოყალიბებამ და კლიმატის მრავალფე როვნებამ შეცვალა და მრავალფეროვანი გახადა ჩინური სამზარეულო. დღეს ის უკვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში. მისი გამოყენებისა და დამზადების პროცესი კი ყველგან განსხვავებულია.
რაც შეეხება საჭმელ ჩხირებს (ჩინურად „ქუაიწ’“), ის ჩინური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; ძირითადად გამოიყენება მყარი საჭმელებისთვის, ხოლო წვნიანი საჭმელებისთვის, ჩვეულებისამებრ, კოვზს იყენებენ. ბოლო დროს უფრო მეტად გამოიყენება ბამბუკისა და პლასტმასის ჩხირები.ზოგადად, განსხვავებული კლიმატური პირობების გამო, სხვადასხვა რეგიონებში ჩინური კერძების მომზადების წესი და გემო განსხვავებულია, ეს ასევე დამოკიდებულია ეთნიკურ ჯგუფზე. სამხრეთელებს უყვართ ნაკლებად მლაშე კერძები,

რომელთაც ნაკლები სურნელება ახასიათებს, ხოლო ჩრდილოელებს უყვართ კერძები მარილითა და სოიოს სოუსით. სიჩუანელებისთვის წარმოუდგენელია კერძი წიწაკის გარეშე, შანსიში მოსწონთ ძმრიანი საჭმელები. ამდენად, ჩინეთში უამრავი რეგიონალური სამზარეულოა.
არსებობს ჩინეთის ოთხი ყველაზე ცნობილი რეგიონული სამზარეულო სკოლა, ესენია: „ჩუანცაი“ – სიჩუანური სამზარეულო, „იუეცაი“ – კუანგტუნგური სამზარეულო, „ლუცაი“ – შანტუნგის სამზარეულო და „ხუაი’იანგ ცაი“ – ძიანგსუს სამზარეულო.
სიჩუანის სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჩინურ სამზარეულოთა შორის. მისი თავისებურებაა კერძის სიცხარე. ამ სამზარეულოსთვის დამახასიათებელია წიწაკის უხვი მოხმარება. ამას გარდა, გამოიყენებენ უამრავ სანელებელს, ასევე ნიორს, ლეღვს და ფერმენტირებულ სოიოს. ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული კერძია ღორის ხორცი თევზის არომატით.
რაც შეეხება კუანგტუნგურ სამზარეულოს, ის მოდის კუანგტუნგიდან (ჩინეთის სამხრეთ პრ ოვინცია). მიჩნეულია, რომ კუანგტუნური სამზარეულო ყველაზე პოპულარულია, რასაც ხსნიან იმით, რომ ყველაზე მეტი ადამიანი, ჩინეთის სწორედ ამ პროვინციი დანაა გასული საზღვარგარეთ. კუანგტუნგელები მიჩნეულნი არიან თავგადასავლე ბის მოყვარულ ხალხად, რომელსაც შეუძლია ჭამოს ხორცეულიც და ბოსტნეულიც. კუანგტუნგური სამზარეულო გამოიყენებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის პროდუქტს. ყველა კერძში გამოიყენება ახალი სურსათი და არავითარ შემთხვევაში – გაყინული პროდუქტი. ამ სამზარეულოსთვის არ არის დამახასიათებელი სიცხარე. ცდილობენ, ბუნებრივი გემო შეუნარჩუნონ ხორცსა და ბოსტნეულს. ორიგინალური კერძების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ ხვლიკებსა და გარეულ ცხოველებს. კერძების მომზადების საბაზისო ტექნიკა შეიცავს შეწვას, ღრმად შეწვას, მოხარ შვას, ჩაშუშვას და ორთქლზე მომზადებას. ბუნებრივი გემოს შესანარჩუნებლად კი, ყველაზე ხშირად, ორთქლზე მომზადებას და შეწვას მიმართავენ. ამ კუთხის მზარეულები ცდილობენ კერძების მრავალფეროვნად და მხატვრულად მორთვას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი ზეთში მომზადებული კრევეტებია.
ძიანგსუს სამზარეულო, რომელსაც ასევე „ხუაი’იანგ ცაი“-ს სამზარეულოს უწოდებენ, გამოირჩევა ზღვის პროდუქტების სიჭარბით, რომლებიც კერძებს ახალ და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს, ასევე, ხშირად გამოიყენება ნანადირევი. ამ სამზარეულოს თვის დამახასიათებელია გემოს სიტკბო და ჰაეროვნება. ასევე ცნობილია, რომ ძიანგსუს სამზარეულო დიდ ყურადღებას უთმობს ინგრედიენტების შერჩევას და კერძების მომზადების მეთოდოლოგიას. სეზონურ ცვლილებასთან ერთად, იცვლება კერძების სახეობებიც. დიდი ყურადღება ექცევა კერძების ლამაზ გაფორმებას. ერთ-ერთი ცნობილი კერძია – მარილიან წყალში მომზადებული ქათმის ხორცი.
შანტუნგის სამზარეულო. მომზადების ძირითადი ხერხია მაღალ ცეცხლზე შეწვა (ზოგჯერ ტაფაში ზეთს ცეცხლი ეკიდება ხოლმე). ამ სამზარეულოსთვის მნიშნელოვანია გემრიელად შეკაზმული და რძიანი წვნიანები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ყვითელი მდინარის თევზი მოტკბო-მომჟავო სოუსში.

პეკინში ყველაზე ცნობილი კერძია „პეკინური იხვი“, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელად მზადდება რესტორანში „ციუენძიუტე“.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

კომენტარის დატოვება