[:ka]ჩინეთში ხართ და არ გაქვთ VPN?

ეს არის ის უფასო სოციალური მედიის მობილური აპლიკაციები, რომლებიც გაგიადვილებთ მოგზაურობასა და ცხოვრებას ჩინეთში:

  1. ვიჩეთი / WeChat (微信): #1 და ვიტყოდი აუცილებელი აპლიკაცია ჩინეთში ცხოვრებისთვის. ვიჩეთს ყველა იყენებს და შესაბამისად თუ ვინმეს გაიცნობთ ან გექნებათ რაიმე სახის მოლაპარაკებები/შეხვედრები, ელ.ფოსტის მაგივრად კონტაქტი ხდება სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით. გარდა ამისა, ვიჩეთის პლატფორმაზე თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ჩინური ბარათის მიბმა და თანხის გაგზავნა/მიღება ნებისმიერ ადამიანთან, რასაკვრიველია მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში. ვიჩეთ  ფეი (Wechat Pay)  არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინური ინოვაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ რომ (თითქმის) ნებისმიერ მაღაზიასა და თუნდაც მივიწყებულ დახლში ამ მობილური აპლიკაციის დახმარებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. ვიჩეთი WhatsApp-ისა და Facebook-ის მიქსის ერთგვარი ანალოგიაა, თუმცა ბევრად მეტი ფუნქციით. აქ შეგიძლიათ თვითფრინავის, მატარებლის და კონცერტების ბილეთების ყიდვა, სასტუმროების დაჯავშნა, კომუნალურების გადახდა, ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვა, ჯგუფების შექმნა, სხვადასხვა ნივთების შეძენა და ა.შ. ამავდროულად, უნიკალური პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას რომ ავტომატურად თარგმნოთ უცხო ენაზე გამოგზავნილი წერილები (“მესიჯები”) და პოსტები. აპლიკაცია ასევე აღიქვავს ქართულ ენას, ამიტომ თქვენი ჩინელებთან გაგზავნილი ქართლულად აკრეფილი წერილები შესაძლებელია მიმღებმა პირდაპირ წაიკითხოს თავისთვის სასურველ ენაზე (მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვერ დავდებ თავს თარგმანის სისწორესა და გამართულობაზე ^_^).
  2. ვეიპო / Weibo (微博): Twitter-ის ჩინური ექვივალენტია. საუკეთესო გზაა, რათა მუდამ ინფორმირებული იყოთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, თქვენი მეგობრების და, რა თქმა უნდა, ცნობილი ადამიანების გარშემო. პოსტების უმეტესობა არის ჩინურ ენაზე, თუმცა თუ თქვენ მიწერილი ხართ (ა-follow-ებთ) ინგლისურენოვან ადამიანებს, მაშინ მათი აზრების გაგება არ უნდა გაგიჭირდეთ.
  3. პლეკო / Pleco: ყველაზე პოპულარული ჩინურ-ინგლისური ლექსიკონი, რომელიც 130,000-ზე მეტ ჩინურ იეროგლიფსა და 20,000-ზე მეტ სიტყვების გამოყენებით მაგალითს შეიცავს ჩინური იეროგლიფების წამკიხველი ტრანსკრიფციით – “ფინინით“. აღნიშული მობილური აპლიკაცია საუკეთესოა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩინური ენის შესწავლითა და ასევე ტურისტებისთვის, ვისაც სურს სწრაფი და სწორი თარგმნა ჩინურიდან ინგლისურზე ან, პირიქით, ინგლისურიდან ჩინურზე.
  4. ტიენფინგი / Dianping (大众点评): გაინტერესებთ ჩინეთის ნებისმიერ ქალაქში მოგზაურობისას სად მდებარეობს საუკეთესო რესტორანი, ბარი, კაფე თავისი მენიუთი და ფასებით? მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა! აღნიშნული მობილური აპლიკაცია არის მთავარი სოციალური მედიის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ თქვენს საიხლოვეს იპოვოთ კვების ობიექტები, თავისი review-ებითა და მომხმარებლებისგან მინიჭებული ქულებით სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, როგორიცაა მომსახურეობა, სასიამოვნო გარემო, ფასები და ა.შ.
  5. პაიტუს რუკები / Baidu Maps (百度地图): Baidu-ს (ჩინური Google-ის ანალოგია)
საძიებო სისტემის პლატფორმაზე შექმნილი პაიტუს რუკა გაძლევთ შესაძლებლობას მოძებნოთ ნებისმიერი წერტილი ჩინეთის გეოგრაფიულ ტერიტორიასა და მსოფლიოში. ერთადერთი უარყოფითი მხარეა ის, რომ დღემდე ადგილმდებარეობის მოძებნა ჩინურ ენაზე ან ფინინით (ჩინური ტრანსკრიფცია) ხდება.
  6. QQ Music: ისეთი მუსიკალური პლატფორმები, როგორიცაა Spotify და Youtube არაა ხელმისაწვდომი ჩინეთში, თუმცა ეს არანაირად არ გზღუდავთ თქვენი მუსიკალური გემოვნების შენარჩუნებაში. QQ Music არის ჩინეთში საუკეთესო მობილური აპლიკაცია მუსიკის მოსასმენად. აღნიშნულ პლატფორმაში თქვენ ქმნით თქვენს პირად გვერდს (account-ს), შემდეგ საძიებო ველში შეგიძლიათ მოძებნოთ და დაამატოთ თქვენი საყვარელი სიმღერები პირად ალბომში. თუ სიმღერები დამატებულია თქვენს პირად ალბომში, მათი მოსმენა ინტერნეტში შეუსვლელადაც შესაძლებელია.
  7. ჩინეთის მეტრო: მეტრომანი / Chinese Subway: MetroMan: ჩინეთის ყველა დიდ ქალაქში არის მოწესრიგებული მეტროს სისტემა, თუმცა ზოგჯერ მეტროს გაჩერებების რაოდენობა იმდენად ბევრია (მაგალითად ჩემს საყვარელ შანხაიში 364 გაჩერებაა), რომ რთული ხდება თქვენთვის სასურველი გაჩერების დროულად მოძებნა რუკაზე. სწორედ ამიტომ არსებობს “Chinese Subway: MetroMan”. ის ხელმისაწვდომია ჩინეთის ყველა ქალაქში. ასევე, ყველა ქალაქს აქვს თავისი მეტროს მობილური აპლიკაციები, მაგალითად: Beijing Metro, Shanghai Metro, Chongqing Metro. MetroMan მუშაობს 8 ენაზე, თუმცა გაჩერებების სახელწოდებები, რასაკვირველია, მოზემულია ჩინური იეროგლიფებით ან ფინინით (ჩინური იეროგლიფების წამკითხველი ტრანსკრიფცია). აპლიკაცია გიჩვენებთ საუკეთესო მარშრუტებს თქვენს მგზავრობაზე, თავისი დანახარჯითა და გადაჯდომების რაოდენობით.
  8. იოუქუ / Youku (优酷): Youtube-ისა და ქართული myvideo.ge-ის მსგავსი აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ სატელევიზიო გადაცემების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის ვიდეოების ნახვა. აქ შეგიძლიათ უყუროთ პოპულარულ ჩინურ, კორეულ სერიალებსა და  საერთაშორისო გადაცემებს.
  9. ტიტი / Didi Chuxing (滴滴出行): ყველაზე იაფიანი, სწრაფი და (შეიძლება არ დაიჯეროთ) სუფთა ტაქსების გამოძახების ძალიან მარტივი მობილური აპლიკაცია. 2016 წელს ტიტიმ შეისყიდა “უბერი” (Uber) და შესაბამისად დღეისათვის #1 გადაადგილების მასშტაბური პროგრამაა ჩინეთში. აპლიკაცია საშუალებას გაძლებთ, რომ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი, გაიგოთ მგზავრობის საბოლოო ღირებულება და ასევე შეარჩიოთ ავტომობილის კლასი (სტანდარტი, პრემიუმი, სედანი, მინივენი, კორპორატიული საღამოსთვის განკუთვნილი დიდი ავტობუსი და ა.შ.).
  10. სი თრიპი / Ctrip: ჩინური ტურიზმი ერთ აპლიკაციაში! ხელმისაწვდომია 8 ენაზე და განსხვავებით სხვა ჩინური აპლიკაციებისგან ასევე აღიარებს საერთაშორისო ბარათებს (VISA, MasterCard და სხვა.). აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ ნებისმიერი ინფორმაცია შიდა თუ გარე ფრენის, მატარებლების განრიგის და მსოფლიოში სასტუმროების შესახებ. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია გაიგოთ თან დართული ფასების და თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციაც. ბილეთის ყიდვისთვის ან სასტუმროს ჯავშნისთვის აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია, პირადი ინფორმაციის შეყვანა, რაც კონფიდენციალური რჩება. როდესაც თქვენი გადახდა წარმატებით სრულდება, რეგისტრაციის ფორმაში თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე მოგდით ყველა დეტალური ინფორმაცია თქვენი მგზავრობის შესახებ, თავისი ელექტრონული ბილეთით და ჯავშნის უნიკალური ნომრით. დღეისათვის 22 ვალუტაზე არის შესაძლებელია გადახდა “Ctrip”-ში.
 
  11. თაოპაო / Taobao (淘宝): 

ახლა კი “შოპაჰოლიკებისა” (shopaholics)  და ყიდვის მანიით შეპყობილი ადამიანების დრო დადგა! თაოპაო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტი და საუკეთესო სოციალური მედიის მობილური აპლიკაციაა, რომელსაც ყიდვისა და პროდუქციის მხრივ პირდაპირი მნიშვნელობით საზღვრები არა აქვს! აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, საკვები, კომპიუტერული ტექნიკა, ცხოველები, მანქანები და თვითფრინავებიც კი! ზოგჯერ ისეთი წარმოუდგენელი ნივთები, რომლებიც თითქოს და არ გეგონათ თუ საერთოდ არსებობდა. საუკეთესო კი იმიტომაა, რომ ძირითადად თაოპაოზე ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე მაღაზიებში. გარდა ამისა, ერთი ღილაკის მიჭერით თქვენ მიერ ნაყიდი ნივთი სულ რამდენიმე დღეში ან საათშიც კი უკვე თქვენი საცხოვრებლის კარის წინ დაგხვდებათ. სწორედ ასეთი მოხერხებულობისა და მრავალფუნქციონალურობის გამო, თაოპაოს დღეში მილიონობით იუენის ბრუნვა აქვს.
  12. 
ჩინეთის ჰაერის ხარისხის ინდექი / China Air Quality Index
: ჰაერი ზოგ ქალაქში შესაძლებელია იყოს მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა პირბადის ტარება არ წარმოადგენს შეფერხებას მოგზაურებისთვის. ეს აპლიკაცია გიჩვენებთ მიმდინარე დროში ზუსტ ჰაერის ხარისხის ინდექს ჩინეთის 400-მდე ქალაქში 1800-ზე მეტი მონიტორინგის სადგურის დაკვირვებით. როდესაც გასვლა გარეთ გაუსაძლისია და ჰაერის დაბინძურება ძალიან მაღალია, აპლიკაცია წითელი ფერის მეშვეობით განიშნებთ, რომ გარეთ გასვლა არაა სასურველი.

ზემოთ ჩამოთვლილი მობილური აპლიკაციების გამოყენება შეიძლება VPN-ის გარეშე.

 

ტავეი (大卫).

 

#სინომედიაბლოგერი #შეიცანიჩინეთი #სოციალურიმედია #მობილურიაპლიკაციები.[:]