აპრილი23 , 2024
კულტურამეცნიერებაჩინური ტრადიციული მედიცინა

ჩინური ტრადიციული მედიცინა

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ტრადიციული ჩინური მედიცინა სათავეს იღებს ჩინეთში რამდენიმე ათასი წლის წინ. იგი მოიცავს დიაგნოსტიკას და სხვადასხვა სახის მკურნალობას, მაგალითად: მცენარეებით მკურნალობა, მასაჟი, აკუპუნქტურა და ა.შ.
ჩინური მედიცინა არის ჩინური ტრადიციული კულტურის ნაწილი. ადამიანის ორ გა ნიზ მის ფუნქციებზე დაყრდნობით, ჩინური მედიცინა იკვლევს ადამიანისა და ბუნების კავშირს, ადამიანის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას.
დასავლეთში ტრადიციულ ჩინურ მედიცინას მიიჩნევენ ალტერნატიულ მედიცინად. ხოლო ჩინეთში ის მიიჩნევა მედიცინის განუყოფელ ნაწილად. მაგალითად, ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდებს იყენებენ, რათა ებრძოლონ ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების დაუძ ლეველ სურვილს და ა.შ.
ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორია ირწმუნება, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები გარესამყაროსთან კავშირშია. დისჰარმონიის ნიშნები ეხმარება ტრადიციული მედიცინის მკურნალს, დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები და უკეთ უმკურნალოს პაციენტს.
ჩინური ტრადიციული მედიცინის თეორია ეფუძნება სხვადასხვა ცნობილ ფილოსოფიურ თეორიას, მათ შორის ინისა და იანგის თეორიას და ჭანგ ფუს ორგანულ თეორიას. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეული, თავის მხრივ, არის პატარა სამყარო, რომელიც შედგება სხვადასხვა რთული და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი სისტემებისაგან. ეს სისტემები ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა. ჩინური მედიცინა ადამიანის სხეულს აღიქვამს დასავლური მედიცინისგან განსხვავებულად: მას აინტერესებს არა ორგანოები და სხეულის ნაწილები, არამედ მთლიანად ადამიანი.
ინისა და იანგის ფილოსოფიური თეორია ჩინეთში აღმოცენდა. ინი და იანგი არის ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ორი ძალა, რომელიც ყველგან და ყველაფერში თანაარსებობს. ინი არის ბნელი ელემენტი, მოწყენილი,
ტრადიციული მედიცინა
პასიური, ქალური საწყისი და შეესაბამება ღამეს. იანგი არის ნათელი ელემენტი, მხია რული, აქტიური, მამაკაცური საწყისი და შეესაბამება დღეს. ინს ხშირად მიწის ან წყლის სახით გამოხატავენ, ხოლო იანგს – ჰაერის ან ცეცხლის სახით.
ინისა და იანგის თეორია ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. მაგალითად, იანგის (ცხელი) ბუნების მცენარეები გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იტანჯებიან ციებით.
ჩინურ მედიცინას სულ ოთხი ძირითადი დიაგნოსტიკის მეთოდი აქვს: მოსმენა, ყნოსვა, შეკითხვების დასმა და პალპაცია (ავადმყოფის ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი). მთავარია დიაგნოზის სწორად დასმა, რაც საკმაოდ რთულია და დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამიტომაც, ჩინეთში დიდხანს სწავლობენ, რათა გახდნენ ექიმები. ერთ-ერთი ცნობილი ჩინური გამოთქმის თანახმად, „კარგი ექიმი კარგ პრემიერმინისტრადაც გამოდგება“.
დიაგნოზის დასასმელად ექიმები იყენებენ შემდეგ მეთოდებს: პაციენტის პულსის გასინჯვა, მის ენაზე, სახეზე, ხმაზე, ყურის ზედაპირზე, სუნთქვაზე დაკვირვება და ა.შ. ჩინურ მედიცინაში გამოიყენება აკუპუნქტურა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდები. ყველასათვის ცნობილია ჩინური ნემსები, რომლებიც გამოიყენება პაციენტის სხეულის ტონუსში მოსაყვანად და დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად. ჩინური ნემსები არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება ჩინურ მცენარეებს, მათ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მედიცინაში. პირველი ადამიანი, რომელმაც მცენარეებით მკურნალობა დაიწყო, იყო შენნუნგი, მითოსური პერსონაჟი. გადმოცემის თანახმად, მას გასინჯული ჰქონდა ათასობით ჯიშის მცენარე და გლეხებს უზიარებდა თავის ცოდნას შხამიანი და სასარგებლო მცენარეების შესახებ.
ზოგადად, ჩინური და დასავლური მედიცინა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. დასავლური მედიცინა ავადმყოფობას გარეგანი ძალების გამოყენებით კურნავს. ჩინური მედიცინა კი, ცდილობს, გააძლიეროს და დაასტიმულიროს სხეულის შინაგანი ძალა. დასავლური მედიცინა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა გამოწვეულია ბაქტერიული და სხვა გარეგანი ფაქტორებით. ჩინური მედიცინა კი მიიჩნევს, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია სხეულის დისბალანსით. ჩინური მედიცინის წამალს დასავლურისგან განსხვავებით მხოლოდ მცენარეული შემადგენლობა აქვს. დასავლური წამალი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ მას ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა. ხოლო ჩინური წამალი, პირიქით, უფრო ნელა მოქმედებს, მაგრამ ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს.
დასავლურ მედიცინაში ავადმყოფობას კონკრეტული ელემენტი კურნავს, ხოლო ჩინურ მედიცინაში სხვაგვარადაა საქმე; მაგალითად, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, დასავლური მედიცინის ექიმი გამოგვიწერს წამალს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ხოლო ჩინური მედიცინის ექიმმა შეიძლება გვირჩიოს ჯანჯაფილის წვნიანი ყავისფერი შაქრით.
დასავლური წამლების ხშირ მიღებას ბევრი ზიანიც მოაქვს: ალერგია, დისბაქტერიოზი და სხვა მრავალი გვერდითი რეაქციები, ასევე შეჩვევა და წამლებზე დამოკიდებულება. მედიკამენტები მოქმედებენ კონკრეტულ რგოლზე, დაავადების სიმპტომებზე და ვერ აშორებენ დაავადების გამომწვევ მიზეზს, რომლის მოქმედება გრძელდება და დაავადება შენიღბულად პროგრესირებს. საჭირო ხდება ალტერნატიული გზების ძიება და აქ მთავარ პოზიციას აღმოსავლური მედიცინა იკავებს, კერძოდ კი, ჩინური. ამ ბოლო ათწლეულში ჩინეთში შემუშავებულია კვებითი დანამატები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი გვერდითი მოვლენები და რომელთა მოქმედების სიძლიერე უტოლდება კარგად ნაცნობ მედიკამენტებს.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები