[:ka]

ჩაის სამშობლოს მოსანახულებლად ჩინეთს უნდა ეწვიოთ. ლეგენდის თანახმად, 4,500 წლის წინათ, ჩინეთში ცხოვრობდა  ტომის ბელადი სახელად შენნონგი (მიწათმოქმედების ღმერთი), რომელსაც თავზე ჰქონდა რქები, ხოლო წინ აკლდა ცალი კბილი.  მას გაესინჯა ყველა ნარგავი და სამკურნალო მცენარე, მათი თვისებების შესამოწმებლად. სამწუხაროდ, ერთ დღეს ის მოიწამლა. თავბრუსხვევის გამო, მან გადაწყვიტა ასულიყო დიდ ხეზე და იქ დაესვენა გარკვეული დროით. უცებ, ქარმა მოულოდნელად მოუტანა, გამაცოცხლებელი, გასაოცარი სუნი და მან დაინახა, თუ როგორ ცვიოდა შორს მდგარი ხიდან, უამრავი, მწვანე, ხასხასა ფოთოლი. რადგანაც, შენნონგი იყო მწყურვალი, იგი მივიდა ხესთან, სწრაფად ჩაიდო ფოთლები პირში და ნელა დაუწყო მათ ღეჭვა. თავდაპირველად მათი გემო მოეჩვენა ოდნავ მწარე, თუმცა ძალიან სწრაფად ის გახდა ჰაეროვანი და ტკბილი. ფოთლების წვენმა, შენნონგს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ, მან აიღო რამოდენიმე ფოთოლი და დაიწყო მათზე დაკვირვება. დაკვირვების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ფოთლებს ჰქონდა მკაფიოდ დაკბილული ზედაპირი და შესამჩნევი  ძარღვისმაგვარი ზოლები. ამის შემდეგ მან უწოდა ამ ფოთლებს სახელად „ჩა  (Cha ).

ჩაი – ეს არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც იზრდება სუბტროპიკულ რეგიონებში და მისთვის შესაფერისია თბილი და ნოტიო არეალები. ჩაის უამრავი სახეობა არსებობს. არსებობს ხისა და ბუჩქოვანი სახეობები, ასევე, მცირეფოთლიანი და შედარებით დიდი ხომის ფოთლით. მცენარე შეიცავს ორ ძირითად კომპონენტს, რომელიც აძლევს მას განსაკუთრებულ თვისებებსა და შემადგენლობას: პირველი არის  ჩაის პოლიფენოლები  და მეორე ჯგუფი არის ალკალოიდების, რომლის შემადგენლობაშიც შედის: კოფეინი, თეობრომინი და თეოფილინი. ჩაის ფოთლის კვირტისგან, შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა სახის ჩაი, ეს კი დამოკიდებულია მის დამუშავებაზე.

ჩაის სხვა მრავალ თვისებასთან ერთად აქვს სამკურნალო თვისებაც. მეცნიერების დაკვირვებით დადგინდა, რომ ეს მცენარე შეიცავს 600-ზე მეტ ქიმიურ ინგრედიენტს. ზოგიერთი მათგანი, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მათ რიცხვში შედის ვიტამინები, პროტეინები, ამინო მჟავები და სხვა. მაგალითად, თეოფილინი ან კოფეინი ეხმარება ადამიანს  უფრო სწრაფად გამოდევნოს ალკოჰოლი ორგანიზმიდან, თიანინს შეუძლია აამაღლოს აზროვნების უნარი და გააუმჯობესოს მეხსიერება. ჩაი აგრეთვე ხელს უშლის პირის ღრუში კარიესის გაჩენას. რაც შეეხება ვიტამინებს „ E “ და „C “ , რომელიც მის შემადგენლობაშია, ადამიანის ორგანიზმს იცავს მოწამვლისაგან ან მისი არსებობის შემთხვევაში აქვს ნეიტრალიზაციის უნარი.

ანტიკური დროიდან მოყოლებული, ჩაის ფოთლები ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში. ჩაი არ არის ის, რისი დალევისას მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ, არამედ ის ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გვეხმარება ჯანსაღ ცხოვრებაში. დღეს ჩაი აღიარებულია როგორც, ჯანსაღი სასმელი, მრავალი ექსპერტის მიერ.

თუ გადავხედავთ ისტორიულ წყაროებს, კლიმატი და ნიადაგი იუნანში, კუეიჭოუსა და ს’ჩუანში, ყველაზე მეტად ხელსაყრელია ჩაის მოსაყვანად. ეს ის ადგილებია სადაც, მსოფლიოს უძველესი ველური  ჩაის ნარგავები აღმოაჩინეს. დღეისთვისაც სწორედ ეს ადგილებია ჩინეთში, რომლებიც აწარმოებენ ველურ ჩაის – ჩაის რომელსაც არ დაუკარგავს თავისი პირვანდელი შემადგენლობა და უნიკალური გემო. ამათ გარდა ჩინეთში ჩაის 20 -ზე მეტი პროვინცია აწარმოებს, ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ამიტომ მისი წარმოების არეალი საკმაოდ ფართოა. ჩაი მოჰყავთ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სამხრეთში, მდინარე იანძის  სამხრეთით და მის ჩრდილოეთით.

დღეისათვის, ჩინეთი არის ყველაზე დიდი  ქვეყანა ჩაის წარმოებისა  ინდოეთის, შრილანკის, თურქეთისა და ინდონეზიის შემდეგ.

[:]