ივნისი4 , 2023
კულტურადღესასწაულებიჩინურმა კომპანიებმა საქართველოში გაზაფხულის ფესტივალი აღნიშნეს

[:ka]ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში გაზაფხულის ფესტივალი აღნიშნეს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

თბილისში, 21 იანვარს, სასტუმროში “Hotels & Preference Hualing Tbilisi”  გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავი საღამო გაიმართა.

ჩინეთის სავაჭრო პალატამ საახალწლო საღამოზე საქართველოში მოღვაწე ჩინურ კომპანიებს უმასპინძლა.

„დღეს ჩინური ახალი წელია. საქართველოში მცხოვრები ჩინელები აქ, ჰუალინგის სასტუმროში აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. მინდა ყველას მივულოცო. ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ  ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩინური იუმორისტული ნომრები, ჩინური ფოლკლორი, დრაკონისა და ლომის ცეკვა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამსწრე საზოგადოების წინაშე ჩინელები ქართული სიმღერთა და ცეკვით წარსდგნენ, რაც ერთგვარად მიანიშნებს ორ ქვეყანას შორის ჰარმონიულ და მეგობრულ ურთიერთობებზე.

„ეს საღამო გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავი ფესტივალია, რომელიც დღეს დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება. ამ ღონისძებით ჩვენ შევეცდებით გავუზიაროთ ჩვენი ტრადიციები ქართველ მეგობრებს. როგორც იცით, ოფიციალურად 16 თებერვალს ვზეიმობთ ახალი წლის დადგომას, თუმცა, საქართველოშიც ტრადიციისამებრ აღვნიშნავთ ახალ წელს. ვინაიდან საქართველოში მოღვაწე ჩინელები საახალწლოდ სამშობლოში ბრუნდებიან, გადავწყვიტეთ ჩინური ახალი წელი საქართველოში დღეს აღგვენიშნა “, – აღნიშნა საღამოს ორგანიზატორმა, სტივ იუმ.

საზეიმო ნომრების შემდეგ სტუმრებისთვის ოფიციალური საახალწლო ვახშამიც გაიმართა. ღონისძიებას ჩინელი ბიზნესმენები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორები და მოხალისე მასწავლებლები ესწრებოდნენ, საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ ქართული მედიის წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ახალი წელი, იგივე მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი მოძრავი დღესასწაულია, რომელსაც ჩინელები 2018 წელს 16 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით აღნიშნავენ.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები