ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის რიგით 38-ე პრეზიდენტია და ამ პოსტს 2022 წლამდე შეინარჩუნებს, თუმცა საშუალება ექნება ხელახალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მეორე ვადით. ეს ფაქტი,  გარკვეულწილად , ჩინეთის შეშფოთებას იწვევს, რადგან ბოლსონარუ აწარმოებს ანტი-ჩინურ კამპანიას.

ბრაზილია ჩინეთის ყველაზე მსხვილი კომერციული პარტნიორია ლათინურ ამერიკაში, ხოლო ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო და ბოლო ათწლეულის მანძილზე ბრაზილიის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. ამდენად, არსებობს უამრავი მიზეზი, კარგი ურთიერთობები შენარჩუნდეს ორ განვითარებად ეკონომიკის შორის.

ჩინეთის მთავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა და ბიზნესის კეთება მასთან, ვინც  ხელისუფლებაშია. ლათინური ამერიკის ჩინელი ექსპერტების განცხადებით, მთავრობა ყველაფერს იღონებს, რომ ბოლსონარუს მიაწვდინოს ხმა და ნათლად დაანახოს სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოყალიბდა. ბრაზილია იყო ჩინეთის მსოფლიოში პირველი სტრატეგიული პარტნიორი. 

ბრაზილიის დიპლომატიური კორპუსისა და BRICS Bank-ის  წარმომადგენლებიც გამოხატავენ გარკვეულ შეშფოთებას ბოლსონარუს რეტორიკასთან დაკავშირებით. ბრაზილია და ჩინეთი არიან BRICS-ის წევრი სახელმწიფოები, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, გაღრმავებასა და მდგრად განვითარებას, სიღარიბის დაძლევას. მნიშვმნელოვანი ამოცანაა წევრი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცება და კონკურენციის თავიდან არიდება, სადაც შესაძლებელია.

 

 სწორედ ამიტომ, ბრაზილიელი ლობისტები ცდილობენ ახალი პრეზიდენტის დარწმუნებას ორმხრივი თუ მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ვალდებულების შესრულების აუცილებლობაში, რომელსაც ბრაზილიური ბიზნესისთვისაც მოაქვს სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა ბრაზილიელ ფერმერებსა და ექსპორტიორებსაც მოუტანა სარგებელი , რამაც ბრაზილიისა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცა. მაგალითად, სოიოს ექსპორტმა, 2018 წელს, 83 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 23%-ით მეტია 2017 წლის მონაცემზე. ასევე, ბრაზილიას დიდი რაოდენობით რკინა და ნავთობი გააქვს ქსპორტზე ჩინეთში. აგრობიზნესის ელიტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ გაუქმდეს 2010 წელს დაწესებული შეზღუდვა უცხოელების მიერ მიწის შეძენასთან დაკავშირებით. ბრაზილია ასევე წარმოადგენს მსოფლიოში მობილური ტელეფონებისა და  5G ტექნოლოგიის ყველაზე დიდ ბაზარს, თუმცა ჩინურმა ჰუავეიმ ამ ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. ბოლსონარუს მმართველობის განმავლოობაში, გამორიცხული არ არის, რომ ბრაზილია შეურთდეს დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულ ბოიკოტს ჩინური 5G ტექნოლოგიის წინააღმედგ.

 მიუხედავად ეკონომიკური დამოკიდებულებისა, ბოლსონარუს განცხადებით, ჩინეთი ცდილობს არა მხოლოდ ბრაზილიური საქონლის შეძენას, არამედ თავად ბრაზილიის. ახალი პრეზიდენტის შეშფოთებას იწვევს სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება ჩინურ ეკონომიკაზე. თუ 2010 წლამდე ჩინეთთან ვაჭრობა ძირითადად საკვებ და ენერგეტიკულ პროდუქტებს მოიცავდა, დღეს ის ძირითადად ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ სექტორს ეხება.

 გაეროში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილმაც მიულოცა ბოლსონარუს გამარჯვება და აღნიშნა, რომ მოხარულია ლათინურ ამერიკაში შტატების მეგობარი ლიდერის გამარჯვებით, რომელსაც ესმის რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდის საფრთხის მნიშვნელობა.

როგორ შეიძლება ჩინეთი გაუმკლავდეს ბრაზილიის ანტი-ჩინურ ადმინისტრაციას? საბედნიეროდ, ჩინეთი ძალაუფლების ორმაგ სტრუქტურას ინარჩუნებს. ჩინეთის მთავრობას შეუძლია იყოს პრაგმატული ბოლსონარუსთან დაკავშირებით, ამავდროულად, ჩინეთის კომუნისტური პარტია შეეცდება გააძლიეროს სოლიდარობა ბრაზილიის მემარცხენე პარტიებისადმი, რათა შეამციროს ანტი-ჩინური გავლენა ბოლნოსარუს მემარჯვენე ადმინისტრაციაზე. გავიხსენოთ, რომ ჩინეთმა მოახერხა კომერციული კავშირების დამყარება ბრაზილიასთან ანტიკომუნისტური დიქტატურის მიუხედავად 1960-70-იან წლებშიც.

მიუხედავას ბოლსონარუს კრიტიკისა, ნაკლებად სავარაუდოა, ბრაზილიამ კავშირები გაწყვიტოს ჩინეთთან. თითქმის შეუძლებელია, ბრაზილიური პროდუქტისთვის უკეთესი ბაზრის მოძებნა, ეხება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, თუ ფინანსებს. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  ყველანაირად ცდილობს უცხოელ ექსპორტიორებს ბარიერები დაუწესოს. სწორედ ამიტომ, ბრაზილიას არ აწყობს პირდაპირი კონფრონტაცია ჩინეთთან.

LEAVE A REPLY