[:ka]

ჩირაღდნების ფესტივალს ჩინეთში  პირველი მთვარის თვის მე-15 დღეს აღნიშნავენ (ყოველთვის 5 თებერვალსა და 7 მარტს შორის). ფესტივალი ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის პერიოდში სრულდება.

ეს დღესასწაული არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩინელი ხალხისათვის და ის არაფრით ჩამოუვარდება „ გაზაფხულის ფესტივალს“.  ჩირაღდნების ფესტივალი, ტრადიციულად, „გაზაფხულის ფესტივალის“ ბოლო დღეა.  დღესასწაულის დადგომისთანავე, ჩინური ახალი წლის ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, საახალწლო დეკორაციებთან ერთად. ჩინური კალენდრის მიხედვით ფესტივალი, პირველი სავსე მთვარის ღამეა, აღმნიშვნელი გაზაფხულის დაბრუნებისა და სიმბოლურად ოჯახის გაერთიანების. თუმცა, ხალხის უმეტესობა ვერ ახერხებს ოჯახთან ერთად იზეიმოს დღესასწაული, ვინაიდან ფესტივალი არ არის სახალხოდ აღიარებული.
ეს ტრადიცია არსებობის 2 000 წელს ითვლის. ხანის დინასტიის დასაბამს (25–220), იმპერატორი  ხანმინგტი  ბუდიზმს ემხრობოდა.  ერთ დღესაც, შეიტყო, რომ ბერები ჩირაღდნებს ანთებდნენ ტაძრებში და ასე მიაგებდნენ პატივს ბუდას. ეს რიტუალი, პირველი მთვარის თვის მე-15 დღეს სრულდებოდა. ამის გაგების შემდეგ, მან ბრძანა, აენთოთ ჩირაღდნები ყველა ტაძარში, თითოეულ სახლსა და სამეფო სასახლეებში იმ საღამოს. ეს ადათი, დროის გასვლასთან ერთად, გადაეცემოდა თაობებს და დღესდღეისობით ის გრანდიოზულ, სახალხო ფესტივალად ჩამოყალიბდა.

სხვადასხვა ჩინური ადათ-წესის მიხედვით, ხალხი იკრიბება რათა სხვებთან ერთად იზეიმოს დღესასწაული.  ვინაიდან ჩინეთი უზარმაზარი სახელმწიფოა,  გრძელი ისტორიითა და კულტურათა მრავალფეროვნებით, დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ეს ძირითადად გამოიხატება ჩირაღდნებისა და ფეირვერკების გაშვებით , ლამპრებზე გამოცანების დაწერით , სხვადასხვა სარიტუალო ცეკვებით და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობად  ითვლება ჩირაღდნების გაშვება, მათზე სხვადასხვა წარწერების გაკეთება, ლომის ცეკვა და თანგიუენის ჭამა.

Image result for chinese lantern festival in the sky

ჩირაღდნების ანთება ფესტივალის მთავარი აქტივობაა.  დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩირაღდნებს, ქალაქის ყველა კუთხეში დაინახავთ, იქნება ეს სახლები, სავაჭრო ცენტრები, ქუჩები თუ პარკები.  ძირითადად, ჩირაღდნები მოხატულია,  ტრადიციული ჩინური გამოსახულებებით, როგორიცაა ჩიტები, ფერად-ფერადი ყვავილები, ცხოველები, ადამიანები და შენობები.

ტაივანურ დიალექტში, ჩირაღდნის აღმნიშვნელი ჩინური სიტყვა (ტენგ), გამოითქმის სიტყვა (ტინგ)-ს მსგავსად, რაც “ახალ დაბადებულ ბავშვ ბიჭს”  ნიშნავს.  აქედან გამომდინარე, ჩირაღდნების ანთება ნათელ მომავალს და დაბადებას აღნიშნავს.  მათ ანთებასთან ერთად, ჩინელი ხალხი უკეთესი მომავლისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის ლოცულობს.

სანათებზე გამოცანების დაწერა მრავალი საუკუნეა რაც არსებობს. ის ჯერ კიდევ სონგის დინასტიის დროს  არსებობდა და იქედან მოყოლებული საკმაო პოპულარობით სარგებლობს და უფრო მეტიც,  ფესტივალის მთავარ აქტივობადაც კი ითვლება. დღესასწაულის მონაწილენი  ფურცელზე  დაწერილ გამოცანებს  ჩირაღდნებზე ამაგრებენ . შემდგომ,  სხვა, იქ მყოფი ადამიანები,  მიდიან და მათ გამოცნობას ცდილობენ . სწორი პასუხის შემთხვევაში, გამარჯვებულებს  გადაეცემათ პატარა საჩუქრები, პრიზის სახით.

Chinese Lion Dance by greenwind007

რაც შეეხება  „ლომის ცეკვას“  ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ტრადიციული, ხალხური ცეკვა ჩინეთში. წარსულში, ადამიანები ლომს განიხილავდნენ, როგორც სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოს და სჯეროდათ, რომ მას შეეძლო განედევნა ბოროტი და დაეცვა მათი ოჯახები.  ეს ცეკვა სრულდება ორი, ლომის ფორმაში გამოწყობილი , შემსრულებლის თანხლებით. ერთი მოქმედებს, როგორც თავი და წინაფეხები, ხოლო მეორე, როგორც უკანა მხარე და ფეხები.  „ლომი“ ცეკვავს დაფდაფისა და გონგის ხმაზე. მოქმედების დროს, ის ხტუნავს , ტრიალებს და დგება ორ ფეხზე. დღესდღეისობით, ლომის ცეკვა გასცდა ჩინეთის საზღვრებს და ის პოპულარული გახდა ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა მალაიზია და სინგაპური.

Image result for yuanxiao

დღესასწაულის კიდევ ერთი აქტივობაა  თანგიუენის ჭამა. მას სხვაგვარად იუენსიაოსაც უწოდებენ. ეს არის ბურთის ფორმის ცომის გუნდები, რომელიც მზადდება წებოვანი ბრინჯის ფქვილისაგან. შიგთავსი სხვადასხვაგვარი აქვს, თუმცა უმეტესადმოტკბო. მასში ათავსებენ  შაქარს, თხილს, ნიგოზს, ვარდის ფურცლებს. იუენსიაო შეიძლება იყოს შემწვარი, მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული.  ჩინელი ხალხი თვლის, რომ მრგვალი ფორმა კეთილდღეობის და ერთიანობის სიმბოლოა.
Lion Dance 03 by Azyiuფესტივალის მსვლელობისას, სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, ეწყობა ბაზრობებიც, რომლებიც ძირითადად იქ ჩასული სტუმრებისთვისაა. ამით ტურისტებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივებთან ერთად იზეიმონ დღესასწაული, აანთონ საკუთარი ჩირაღდნები, თვალი ადევნონ „ლომის ცეკვას“ და დააგემოვნონ იუენსიაო.

შემოგთავაზებთ, ოთხ ყველაზე ცნობილ ადგილს სადაც შეგიძლიათ  იზეიმოთ ჩირაღდნების ფესტივალი.

  • ცინხუას საერთაშორისო ჩირარდნების ფესტივალი (ყველაზე დიდი ჩინეთში!) 28 იანვრიდან -14  თებერვალის ჩათვლით.  კონფუცის ტაძარი,ცინხუაის პეიზაჟი, ნანკინი.
  • პეკინი, იენცინგი, ჩირაღდნების ფესტივალი ყვავილების გამოფენა. იანვრის შუა რიცხვებიდან  თებერვლის ბოლომდე.  იენცინგში, პეკინი.
  • ჩირაღდნების ფესტივალი. დადგენილია  30 იანვრიდან 14 თებერვალის ჩათვლით.  იუენბოიუენის ბაღი, ქალაქი სიამენი .
  • ტათუანის ატმის ბაღის ჩირაღდნების ფესტივალი . თებერვლიდან- მარტამდე. ტათუანის ატმის ბაღი, ქალაქი ტათუანი, შანხაი, ტათუანი.

[:]