[:ka]
უზარმაზარ ჩინეთში არაერთი ქალაქია, რომელიც განვითარებულია და აღჭურვილია არაერთი აპარტამენტით, ცათამბრჯენით, საინტერესო არქიტექტორული ხიდებით, საზოგადოებრივი პარკებით, პორტებით და ა.შ – ამ განვითარებულ ქალაქებს მხოლოდ ერთი რამ აკლია – ხალხი, რომელიც მათში იცხოვრებს.
ეს იდუმალი და ცარიელი ქალაქები, ჩინეთის ერთ-ერთი გეგმაა, რომლის მიხედვითაც 300 მილიონი მოქალაქის სოფლის ცხოვრების გარემოდან – ქალაქური ცხოვრების გარემოში გადაყვანას გულისხმობდა.
ქანგპაშის უბნის მსგავსი ადგილები უკვე მოწყობილია და მზადაა ქალაქური ცხოვრებისთვის.ფოტოგრაფი კაი კაემერერი მოხიბლული დარჩა, ჩინეთის ახალი საქალაქო ცხოვრების გეგმის განხორციელებით, 2015 წელს ის გამეგზავრა ჩინეთში, რომ ენახა და ფოტოებით დაედასტურებინა ცარიელი, განვითარებული ქალაქების არსებობა – რომელშიც, ჯერ არავინ ცხოვრობდა. ფოტოგრაფმა საკუთარ პეროექტს “არშობილი ქალაქები” უწოდა, რომელიც სრულიად ახალი ტიპის ქალაქური ცხოვრების განვითარებას წარმოსახავს.” ამერიკაში, პატარა ქალაქები ვითარდება და მას შემდეგ, იზრდება და ხდება ადგილობრივი ინდუსტრიები, ჩინეთის ახალი ქალაქები, ფაქტობრივად განვითარებულია – იქამდე, სანამ იქ ხალხი იცხოვრებდა.”
როდესაც ფოტოგრაფმა აღმოაჩინა ეს ცარიელი ქალაქები ის აღფრთოვანდა იმით, რომ მან როგორც, არქიტექტორულმა ფოტოგრაფმა აღმოაჩინა იდეა – განვითარებული, ცარიელი ქალაქებისა – რომლებიც მიმზიდველია, თუმცა არაბუნებრივი გზით.
“ეს, ახალი ჩინური ქალაქები აშენდა იმისთვის, რომ დასრულებულიყო – სანამ მას საზოგადოება იხილავდა.”
და ზუსტად ამიტომ, შუა პერიოდმა – ქალაქის განვითარებასა და დასახლებას შორის, ეს ქალაქები ცარიელად აქცია. შენობები დგას, მაგრამ ცარიელია.
ფოტოგრაფი სურათებს, 80 დღის განმავლობაში იღებდა, ეს პერიოდი კი ის მეზობელ, დასახლებულ ქალაქში ცხოვრობდა, დღეში ორჯერ კი “მოჩვენებათა” ქალაქს სტუმრობდა, მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლის შემდეგ. მან აღნიშნა რომ მოჩვენებათა ქალაქი, მისთვის უსაფრთხო იყო და ის დაცულად გრძონბდა თავს.
ფოტოები ადასტურებს,” ჩინური ურბანიზაციის, რთულ პერიოდს”
კაემმერერის აზრით ახალი ქალაქების უმეტესი ნაწილი, აშენებულია მომავლისთვის, ახლა კი საზოგადოებას შეუძლია იმსჯელოს იმაზე, თუ 15-25 წლის განმავლობაში ისედაც განვითარებული ქალაქები, როგორი სახით წარმოგვიდგება, როდესაც ის – მზად იქნება მაცხოვრებლების მიღებისთვის.
უახლესი ინფორმაციით, ორდოს ქანგბაში, ჩინეთის უდიდესი ცარიელი ქალაქი, ნელ-ნელა ივსება მაცხოვრებლებთ.შეგახსენებთ, რომ სწორედ მოჩვენებათა ქალაქში არის ჩინეთის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი განთავსებული, რომელიც ასევე ცარიელია.
[:]