[:ka]
ჩინეთის პრესტიჟული უნივრსიტეტი – ცინგხუას უნივერსიტეტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც უცხოელი სტუდენტებისთვის უნივესიტეტში მიღების ახალი პირობები გაავრცელა.
საერთაშორისო ბაკალავრიატის განმცხადებლებისთვის უნივერსიტეტის 2017 წლის მოთხოვნების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 25 წლის ასაკიდან შეუძლია მიმართონ, თუ მათ აქვთ საშუალო სკოლის დიპლომი და ფლობენ ჩინურ ენას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ჰქოდეს ჩაბარებული HSK 5 (ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით C1 დონეს უდრის). მანამდე საერთაშორისო ბაკალავრიატზე მოსახვედრად, მისაღები გამოცდის ჩაბარება იყო საჭირო.
უცხოელ სტუდენტების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბარიერი საერთაშორისო სტუდენტებისთვის არ დაწეულა.
“მას შემდეგ, რაც უცხოელი განმცხადებლები უნივერსიტეტს წარუდგენს საბუთებს, ცინგხუას უნივესიტერსიტეტი შექმნის ექსპერტთა ჯგუფს, რათა შეაფასონ აპლიკანტები ობიექტურად, მათი სახელების ცოდნის გარეშე. “ჩარიცხვის საბოლოო საფეხური მკაცრი პროცესია, რომელიც მოიცავს გასაუბრებებს… ბოლო წლების განმავლობაში, ცინგხუაში სწავლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა იზრდება. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ჩვენ რეალურად გავზარდეთ აპლიკანტთა ქულების ბარიერი, რაც ჩარიცხვის პროცესს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, ვიდრე ადრე… ბაკალავრიატზე ახალ ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტთა ის რიცხვი დარჩება, რაც გასულ წელს იყო” – განაცხადა ადნისტრაციის წარმომადგენელმა.
კრიტიკამ ონლაინში დაგმო პოლიტიკა, როგორც უპირატესობა უცხოელი სტუდენტებისთვის, რადგან ჩინეთში ცინგხუა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოსახვედრად რთული უნივერსიტეტი და ამგვარი პოლიტიკის გატარებამ შესაძლოა განაპირობოს ჩინელ სტუდენტთა ენთუზიაზმის გაქრობა.
თუმცა, ოფიციალური განცხადების ციტირებით ჩინური ენის ცოდნა ერთ-ერთი რიგითი კრიტერიუმია უცხოელი განმცხადებლისთვის.
“გარდა ამისა, საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტები ლექციებს ჩინელ სტუდენტებთან გაიყოფენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ, ყველა უცხოელ განმცხადებელს წარმოადგინონ თავიანთი HSK -ს ქულები, როგორც ყველაზე ძირითადი მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად. საერთაშორისო მიღებები გავლენას არ მოახდენს ჩინელი სტუდენტების ჩარიცხვაზე” – განაცხადა მან.
21-ე საუკუნის განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, სიუნგ პინგციმ, განაცხადა, რომ საერთაშორისო სტუდენტების პროცენტულობა არის გლობალური გავლენის მნიშვნელოვანი საზომი უნივერსიტეტისთვის. შესაბამისად, ცინგხუას უნივერსიტეტისთვის შეუძლებელია უცხოელი სტუდენტების იგივე სტადარტებით არჩევა, როგორითაც ჩინელ სტუდენტებს ირჩევს. “ამჟამად, უცხოელები ცინგხუას სტუდენტების მხოლოდ 5.8 პროცენტს წარმოადგენენ, რაც 20 პროცენტით უფრო დაბალი მაჩვნებელია, ვიდრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა ოქსფორდი და ჰარვარდი,” – განაცხადა სიუნგმა.
[:]