[:ka]

ცინგხუას უნივერსიტეტმა აზიისა და ოკეანეთის საუკეთესო უნივერსიტეტის წოდება სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტს (NUS)-ს ჩამოართვა და კონტინენტური ჩინეთის პირველი უნივერსიტეტი გახდა, რომელიც Times Higher Education-ის ამ რეიტინში ლიდერობს.

უნივერსიტეტი, რომლის ცნობილ კურსდამთავრებულებში პრეზიდენტი სი ძინფინგი და ყოფილი ლიდერები ხუ ძინთაო და ჭუ ჟონგძი შედიან, 2017 წელს აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა. NUS  რეიტინგს 2017 და 2018 წლებში ლიდერობდა, 2019 წელს კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, მელბურნის უნივერსიტეტი მესამე ადგილს დაუბრუნდა. ჰონგ-კონგის სამი უნივერსიტეტი კი ტოპ 10-ში მოხვდა.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა.

რეიტინგში მეოთხე ადგილს ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც 2017 წელს მეშვიდე, 2018 წელს კი მეექვსე პოზიციაზე იყო. ჰონგ-კონგის HKUST-ის წარმომადგენლსი განცხადებით რეიტინგი მათ ეხმარება უკეთ განსაზღვრონ თუ სად არიან, რა მიმართულებით წავიდნენ და რამდენად წარმატებულია ის რეფორმები, რომლებსაც უნივერსიტეტში ატარებენ. საუკეთესო ათეულში ასევე შედის სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი და ტოკიოს უნივერსიტეტი.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი კი მეხუთე ადგილზეა 2017 წლის მეექვსე პოზიციის შემდეგ. Chinese University მე-9 პოზიციაზე გადავიდა 2018 წლის მეათე პოზიციიდან. იქამდე ის აზიისა და ოკეანეთის ტოპ 10 უნივერსიტეტის სიაში არ ყოფილა.

აზიისა და ოკეანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული 2018-2019 წლებში ასე გამოიყურება:

აზიისა და ოკეანეთის რეიტინგში შედისა 13 ქვეყნისა და რეგიონის 320 საგანმანათლებლო დაწესებულება. რეიტინგის მიხედვით, უნივერსიტეტები ფასდებიან 13 განსხვავებული ინდიკატორით, რომლებიც ზომავს, თუ რამდენად კარგად ასწავლის უნივერსიტეტი, როგორია მათი კვლევის ხარისხი, რეპუტაცია, ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში და ა.შ.

Times Higher Education-ის საერთაშორისო რეიტინგის ერთ-ერთი შემფასებელი ელი ბოთველის თქმით “2017 წლიდან ცინგხუას უნივერსიტეტმა შეინარჩნა ან გააუმჯობესა საკუთარი ქულა შეფასების 5 მთავარ კრიტერიუმში, რომელიც საბოლოოდ დიდწილად განსაზღვრავს რეიტინგს: სწავლება, კვლევა, ციტირება, საერთაშორისო ხედვა და ინდუსტრიული შედეგი. ცინგხუას აქვს უფრო მაღალი ქულა სწავლებისა და კვლევის კომპონენტში, ვიდრე NUS-ს და და გაცილებით დიდი სარგებელი მოუტანა საზოგადოებას იქ ჩატარებულმა კვლევებმა, შესაბამისად, ამ კომპონენტშიც მაღალი შეფასება მიიღეს.”

ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

კიდევ ერთი ჩინური უნივერსიტეტი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა, გახლავთ პეკინის უნივერსიტეტი, რომელიც მეექვსე პოზიციას იკავებს. 2017 და 2018 წლებში კი შესაბამისად მეორე და მესამე ადგილას იყო.

“კონტინენტური ჩინეთი ჩვენს რეიტინგში დიდი წარმატების მაგალითია. 60 ჩინური უნივერსიტეტიდან, რომელიც გასულ წელს შევაფასეთ, 40-მა გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია” – აცხადებს ბოთველი.

[:]