[:ka]
რიგით მე-17 FINA მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩინელმა მოცურავემ სუნ იანგიმ, ოთხი დღის განმავლობაში შვიდ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. მან თავისუფალი სტილით ცურვაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მელბურნში
სუნ იანგიმ მონაწილეობა მიიღო FINA მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც გაიმართა ავსტრალიაში, მელბურნში. სპორტსმენისთვის ეს იყო პირველი მსოფლიო დონის შეჯიბრი.
2008 წელი პეკინის ოლიმპიური თამაშები

სუნ იანგი გადავიდა 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ფინალში. მისთვის ეს იყო საერთაშორისო დონის ფინალში მოხვედრის პირველი შემთხვევა.
2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რომში

2009 წლის ჩემპიონატზე მან მოიპოვა პირველი ჯილდო- ბრინჯაოს მედალი.
2010 წლის აზიური თამაშები კუანგჭოუში
სუნ იანგიმ მოიპოვა პირველი ადგილი თავისუფალი სტილით ცურვაში და დაამყარა აზიის ახალი რეკორდი.
2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შანხაიში
სუნ იანგი ორი თვით სავარჯიშოდ დენის კოტელერს, ოლიმპიური მედალისტის გრანტ ჯორჯ ჰაკეტის მწვრთნელს მიაბარეს. სპორტსმენმა შანხაის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაკეტის რეკორდი მოხსნა.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები

სუნ იანგიმ მოიპოვა ოქროს მედალი თავისუფალი სტილით ცურვაში და გახდა პირველი ჩინელი ოქროს მედლის მფლობელი მამაკაცი სპორტსმენი.
2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბარსელონაში
სპორტსმენი სამ ნომინაციაში გახდა ოქროს მედლის მფლობელი. მას შეჯიბრის საუკეთესო მამაკაცი მოცურავის ტიტულიც გადასცეს.
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზანში

სუნ იანგიმ ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი და MVP-ს ჯილდო მოიპოვა.
2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები

2016 წლის 8 აგვისტოს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენმა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალი სტილით ცურვაში.
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ბუდაპეშტი

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სუნ იანგიმ ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
[:]

