[:ka]ცნობილი ჩინური ნოველები მალე ეკრანზე გაცოცხლდება[:]

[:ka]

ჩინეთის ერთ-ერთი ცნობილი ავტორის ლუის ჩას, 15 საბრძოლო ხელოვნების რომანი, მალე ადაპტირებული იქნება კომიქსის სერიებად.  ლუის ჩა ფართოდ ცნობილია, როგორც ძინ იუნი.

მათ შორის ოთხი კლასიკა, როგორც პროექტის პირველი ნაკრები, წლის ბოლომდე განთავსდება ინტერნეტში. რომანებზე დაფუძნებულ სერიებს,  კი Tencent Animation & Comics და Phoenix Entertainment შექმნის.

პროექტის პირველი ნაკრების სია უკვე ცნობილია. თავდაპირველად ეკრანზე გააცოცხლებენ ნოველების, როგორიცაა თიენლუნგ პაპუს „ნახევრად-ღმერთები და ნახევრად-ეშმაკები“, ლუ ტინგ ძის „მთა ირმის ჰერცოგი“, სიაო აო ძიანგხუს „მომღიმარი, ამაყი მწირი“ და სია’ქ სინგის „მამაცობის ოდა“.

ზოუ ჭენგიუმ, Tencent Comics & Animation-ის გენერალურმა მენეჯერმა, განაცხადა, რომ 1955 წლიდან 1972 წლამდე ჩას მიერ დაწერილი რომანები 1990-იანი წლების შემდგომ  ადაპტირდა ფილმებში, თამაშებსა და სხვადასხვა სატელევიზიო დრამებში. „მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმრავლესობამ მწერალი და მისი შემოქმედება წიგნებიდან გაიცნო, ვიმედოვნებ, რომ სერიები, აღძრავს ახალგაზრდების ინტერესს მწერლისადმი და მათ გაუღვიძებს სურვილს გაეცნონ რომანს დედანში”.

[:]

კომენტარის დატოვება