[:ka]

ძილინის პროვინციაში არსებული კერძო კომპანია ჩანგ კუანგის Satelite Technology Co, მიზნად ისახავს 2020 წლისთვის, ორბიტაზე 60 თანამგზავრის გაშვებას. ეს არის ნაწილი მათი გეგმისა დახვეწონ თანამგზავრთა მრეწველობა რათა შემდგომში,  კოსმოსური ტექნოლოგიის კერად გარდაიქმნან.

ეს გეგმა  2015 წელს, პირველი ქვეყნის შიგნით ადგილობრივად შექმნილი დედამიწის გრაფიკული სატელიტის გაგრძელებაა. თანამგზავრი, რომელიც 2015 წელს გამოუშვეს შექმნა ჩანგ კუანგის მიერ, რომელიც არის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემისს ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი.

2017 წლის იანვარში, კომპანიის მიერ შექმნილი ახალი კომერციული სატელიტი ამუშავდა პროვინციაში არსებული ტყეების მონიტორინგისთვის, კერძოდ, მასშტაბური ხანძრების თავიდან ასაცილებლად.

როგორც განაცხადა, გენერალური დირექტორის ჩანგ კუანგის მოადგილემ ძია ხუნგკუანგმა მათი მიზანია, რომ 2020 წლისთვის კომპანიას უკვე ჰყავდეს 60 ექსპლუატაციური თანამგზავრი, ხოლო 2030 წლისთვის, გეგმის მიხედვით მათი რიცხვი სავარაუდოდ 138-მდე გაიზრდება. მისივე თქმით, კომპანია მხარს უჭერს კერძო კაპიტალს და აჩქარებს ავიაციური ტექნიკის სამოქალაქო გამოყენებას.

ამჟამად, ძილინის მიერ დაფუძნებული კომპანია ითვლის სამთავრობო უწყებებს და სამხედროებს, როგორც მათ ძირითად მომხმარებლებს. თუმცა სამომხმარებლო მასობრივ ბაზარზე შესვლა იქნება გასაღები კომერციული კოსმოსური მრეწველობის განვითარებისთვის.

მიაო ციენძიუნმა, რომელიც გენერალური მდივანია გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის და ჩინეთის საზოგადოების მომსახურების დამფუძნებელი, საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ზომის თანამგზავრები სრულიად საკმარისია სამოქალაქო პროგრამების მხარდასაჭერად. „მცირე ზომის თანამგზავრები მეტად იაფი და მოსახერხებელი იქნება შეზღუდული არეალებისთვის. მათ გააჩნიათ დიდი კომერცილი პოტენციალი“- განაცხადა, მიაომ.

გასულ წელს, ძილინის პროვინციის მთავრობამ, ჩანგჩუნის მერიასთან და ჩანგკუანგთან ერთად გამოყო  500 მილიონი იუანი (72.8 მილიონი დოლარი) საინვესტიციო ფონდის შექმნისთვის, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა ინჟინრებსა და დეველოპერებს წინსვლაში.

[:]