[:ka]
შანხაის მიმდებარედ, დასავლეთ ნანკინის გზაზე, მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცნობილი და დიდებული ტაძარი.
ტაძარი, რომელიც 1983 წელს, ეროვნული დაცვის სიაში შეიყვანეს, არსებობის 780 წელზე მეტს ითვლის. პირველად ის „სამი სამეფოს“ პერიოდში (220-280) აშენდა. მას თავდაპირველად ხუტუ ჩუნგცუნის ტაძარი უწოდეს. სამხრეთ სუნგის დინასტიის (1127-1279) დროს კი მას ადგილმდებარეობა შეუცვალეს. მდინარე უსუნგის შესართავიდან, ტაძარი მის ახლანდელ ადგილსამყოფელთან გადაიტანეს. 1908 წლამდე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე, დროის გასვლალსთან ერთად ხალხის ოდენობა იმატებდა და ადგილი მეტად პოპულარული ხდებოდა.
1945წელს, ცნობილმა ფერმწერმა, ამ წმინდა ადგილს სახელწოდება შეუცვალა და უწოდა ძინგანის ტაძარი. ტაძარი, 1945წლის შემდეგ ამ სახელს ატარებს.
სამწუხაროდ, 1972 წელს, ტაძარი დაიწვა და მისი ნანგრევებიღა დარჩა. მისი რეკონსტრუქციის ფაზა, კი ოდნავ მოგვიანებით, ათწლეულების შემდეგ, 1984 წელს დაიწყო. „ზეციურ მეფეთა დარბაზის“ და Three-Sage Hall-ის აღდგენის შემდეგ, 1990 წელს, ტაძარი კვლავ გაიხსნა საზოგადოებისთვის.
ძინგანის ტაძარი, სამი სამხრეთული-სტილის დარბაზისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი ეზო აქვს.
[:]