Home ახალი ამბები 11 – 15 აპრილს ხაიქოუ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენას უმასპინძლებს

11 – 15 აპრილს ხაიქოუ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენას უმასპინძლებს

ხაინანის მე-3 საერთაშორისო სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენა ჩატარდება 11-დან 15 აპრილამდე ხაიქოუში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 3100 ბრენდი 65 ქვეყნიდან და რეგიონიდან.

0
38

11 – 15 აპრილს,  ჩინეთი, ხაინანის კუნძული სამომხმარებლო ტექნიკის ფართომასშტაბიან გამოფენას უმასპინძლებს. გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად საგამოფენო პლატფორმა საუკეთესო შანსია.

რამდენადაც ცნობილია, გამოფენისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა და ფორმდება სხვადასხვა სივრცე კომპანიებისთვის. ექსპონატების პირველი პარტიები კი საბაჟო პროცედურებს გადის.

გამოფენის განუყოფელი ნაწილია თილისმა „იუენსიაო“, რომელიც  შედგება ხაინანის ორი გიბონისგან. წელს, თილისმების ახალი გამოსახულებები ცნობილია, როგორც „მექანიკური იუენსიაო“, რაც აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიას, მოწინავე წარმოებასა და ხაინანის კულტურას.

წელს საგამოფენო ფართობი 20 პროცენტით გაიზრდება წინა შეხვედრასთან შედარებით და ჯამში 120,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს და სადაც 65 ქვეყნიდან და რეგიონიდან 3100 ბრენდი განთავსდება.

ჩინეთის მიერ COVID-19-ის რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ეს პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოფენაა.

როგორც, რესკონფერენციაზე ვაჭრობის მინისტრმა, შენგ ციოუფინგმა განაცხადა, სამომავლოდ, გამოფენა კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა ნდობას და დაეხმარება ხაინანის თავისუფალი ვაჭრობის პორტის მიღწევების სრულ დემონსტრირებას.

წყარო

%d bloggers like this: