[:ka]ხანის დინასტიის სამარხში უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს[:]

0
5403

[:ka]

ნანჩანგში, ხაიხუნხოუს საფლავში აღმოჩენილი რამდენიმე ხელნაწერი იმპერიიული სასამართლოსთვის წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნიეს. ხელნაწერთაგან სამი ეგზემპლარის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ისინი შესრულებულია მელნით, რომელსაც ეწოდება ხელნაწერი ლი.

პეკინის უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტის ექსპერტის ჭანგ იუჭენგის ანალიზის საფუძველზე, ხელნაწერები შესაძლოა ეკუთვნოდეს  ხანის დინასტიის (206-220) ოფიციალური დოკუმენტების უძველეს ასლებს.

გასაჯაროებულ სამ ხელნაწერს შორის, ორი მათგანზე ზუსტი თარიღია მითითებული, თუმცა ხელნაწერები ნაწილობრივ დაზიანებულია. უძველესი ხელნაწერები საშუალებას გვაძლევს, თვალნათლივ დავინახოთ ისეთი ჩინური სიმბოლოები, როგორიცაა “მიჯნური” და “ხაიხუნხოუხე”. სიმბოლოებით ირკვევა, რომ ისინი დაწერილია მარკიზ ხაიხუნ ლიუხესა და მისი ცოლის მიერ.

ისტორიკოსი ჭანგ იუჭენგი, ვარაუდობს, რომ ხანშუ (ხანის ისტორია) თანახმად, იმპერიის სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ორ ეგზემპლარად,იმპერატორისა და დუბლიკატისთვის გაგზავნილი ორიგინალი ასლი. თავდაპირველად, დოკუმენტებს განიხილავდა მინისტრი და შემდეგ წყვეტდა, წარედგინა თუ არა ის იმპერატორისთვის. მსგავსი სისტემა გაუქმდა იმპერატორ ხანსუენის ბატონობისას ხანის დინასტიაში.ნანჩანგში, ხაიხუნხოუს საფლავში აღმოჩენილი ხელნაწერები, სავარაუდოდ, სისტემის გაუქმების შემდეგ არის დაწერილი, იმპერატორ ხაიხუნის მეფობის მეოთხე წელს. აქედან გამომდინარე, ისტორიის ექსპერტი ჭანგი, მიიჩნევს, რომ აღმოჩენილი უძველესი მემორიალები, ოფიციალური დოკუმენტების ორიგინალი ასლია და არა დუბლიკანტები.

„ხელნაწერთა მთელი სტრუქტურა და შინაარსი  სრულია, ხელნაწერები საკმაოდ სუფთაა და ფორმატი მკაცრი, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს საბაბს იმისას, რომ ისინი ორიგინალურ ასლს მივაკუთვნოთ“ -განაცხადა,  ჭანგმა.

ხაიხუნხოუს სამარხი, ძაინგსის პროვინციაში, ნანჩანგში, დასავლეთ ხანის დინსტიის ყველაზე მეტად დაცულ სასაფლაოს წარმოადგენდა, რომელიც ეკუთვნოდა ლიუხეს (ძვ.წ.92-59), რომელსაც მოგვიანებით მიანიჭეს ტიტული და ეწოდა “ხაიხუნხოუ”, რაც ხაიხუნის მარკიზს ნიშნავს. ის იყო, ხანის დინასტიის უდიდესი მმართველის, იმპერატორ უს შვილიშვილი. სხვა იმპერატორებისგან ის იმით იყო გამორჩეული, რომ მან მხოლოდ 27 დღე გაატარა საიმპერატორო ტახტზე – დასავლეთის ხანის მონარქებს შორის ყველაზე მოკლე ხანი.

[:]