სექტემბერი25 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ ჩინეთის ელექტრო ავტომობილების ბუმზე

ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ ჩინეთის ელექტრო ავტომობილების ბუმზე

-

- Advertisment -spot_img

ჩინეთი ელექტრო ავტომობილების მომავალია

2018 წელს ჩინეთში იმაზე მეტი ელექტრო ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი დახარჯა ელექტრო ავტომობილების ამწყობი ინდუსტრიის განსავითარებლად. ამასთან, ქვეყანამ გაატარა პოლიტიკა, რომლის მიზანიცაა მოსახლეობას მეტი სტიმული მისცეს, შეიძინონ ელექტრო ავტომობილები. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში კი პეკინი ანალოგიური მასშტაბის თანხის ჩადებას გეგმავს ინდუსტრიაში.

არც ერთ სხვა ქვეყანას ჩინეთის მსგავსი ინვესტიციები ან აქტიური პოლიტიკა ამ მხრივ არ გაუტარებია.  ეს იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ თუ ჩინეთის საშუალო და გრძელვადიანი გათვლები გამართლდება,  ისინი დიდ სარგებელს მიიღებენ. კერძოდ, უფრო სუფთა ჰაერს, შემცირებულ დამოკიდებულებას უცხოურ ნავთობზე  და ამ ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციის გამყარებას, რაც ქვეყანას დამატებით ინვესტიციებს მოუტანს.

ყველაფერი ორბორბლიანი ტრანსპორტით დაიწყო

მსოფლიოში სულ 250 მილიონამდე ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტია, რომელთა  99% ჩინეთში მდებარეობს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩინეთში თითქმის 100-ჯერ მეტი  ორბორბლიანი სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებაა, ვიდრე  მთელს მსოფლიოში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ  1999 წელს ჩინეთში ის ორბორბლიანი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 20კმ/სთ-ზე ჩქარა ვერ გადაადგილოდებოდნენ, კლასიციფირდნენ, როგორც ველოსიპედები.  ეს კი ნიშნავდა, რომ მათ არ ჭირდებოდათ სანიშნე ნომრები ან მართვის მოწმობა.  შემდეგი რეგულაციით კი  აიკრძალა პეკინის ცენტრალურ ნაწილში ბენზინზე მომუშავე ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილება.

დღეს ჩინეთში ორბორბლიანი ელექტრო ავტომობილები იმდენად პოპულარულია, რომ იმ პოტენციური დაბინძურების 80%, რომელიც თავიდან იქნა არიდებული ელექრო სატრანსპორტო საშულებების მეშვეობით, სწორედ მათზე მოდის.

ელექტრო ავტომობილების წარმოების გამართული სქემა

დღეს ჩინეთში 100 კომპანიაზე მეტი არსებობს, რომლებიც ელექტრო ავტომობილებს აწარმოებენ დამატებით იმ ასობით კომპანიასთან ერთად, რომლებიც მათ ნაწილებს აწვდიან. 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ძვირი კომპონენტი ელექტრო ავტომობილების არის ელემენტი, რომელიც 4  ნაწილისგან შედგება: ანოდი, კათოდი, სეპარატორი და ელექტროლითი. დღეს ამ ელემენტების მიწოდების 50%-77%-მდე სწორედ ჩინეთი აკონტროლებს Yano Research Institute-ს მიხედვით.

ელექტრო ავტობუსების პოპულარობა იზრდება

Bloomberg New Energy Finance-ს თუ დავუჯერებთ, ელექტრო ავტობუსების ფლობა და მათი გრძელვადიან პერსპექტივაში მოვლა-შენახვა უახლოესი სამი წლის მანძილზე მთელს მსოფლიოში უფრო რაციონალური და ეკონომიური იქნება, ვიდრე ბენზინზე მომუშავესი.

ეს გასაგებიცაა. ელექტრო ტრანსპორტი უფრო ეფექტურია, რაც გულისხმობს, რომ მათ ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტზე ნაკლები ენერგია სჭირდებათ ანალოგიური მანძილის დასაფარად.  ამასთან, ელექტროენერგია, ხშირ შემთხვევაში, ბენზინზე იაფია. დღეს, ჩინეთში ელექტრო ავტობუსების 99% იწარმოება და ექსპერტების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სხვა ქვეყნებმა ჩინეთის ეს დომინირება მალე დაასრულონ.

მძღოლის გარეშე, ავტომატურად მოძრავი ტრანსპორტის ეპოქა იწყება

ჩინეთის მიერ დასახულ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, რომ  2020 წლის ბოლოსთვის ჩინეთში მოძრავი ახალი ავტომობილების ნახევარი იყოს სრულად ან ნახევრად ავტომატურად მოძრავი. 

ამის მიუხედავად, ტექნოლოგია ბევრად უნდა განვითარდეს, სანამ ეს მიზანი რეალისტური გახდება. დღევანდელი მონაცემებით ავტომატურად მოძრავი მანქანების ინდუსტრიაში ლიდერი შეერთებული შტატებია.

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები