ივნისი9 , 2023
კულტურახუ ტიე - ჩინელი გრეტა გარბო

[:ka]ხუ ტიე – ჩინელი გრეტა გარბო[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინელ გრეტა გარბოდ წოდებული ხუ ტიე 1920 – 30 – იანი წლების ჩინური კინოს კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ხუ დაიბადა 1907 წელს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში. ელეგანტურობისა და ბუნებრივი მოქმედებების სტილის გამო, ის ყველასგან გამოირჩეოდა. ჩინელი ქალის მენტალიტეტის შეცვლაში ხუმ  დიდი როლი ითამაშა. ოთხი ათწლეულის განმავლობაში მსახიობმა 90 ფილმში ითამაშა. 1933 წელს ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვაში ლამაზმანმა ქვეყნის პირველი “კინოს დედოფლის” ტიტული დაიმსახურა. 60 წლის ხუ ტიე, სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ტელეეკრანებიდან წასვლის შემდეგ, მაყურებელთა გულებში ის კვლავ  სილამაზის ეტალონად და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ დარჩა.

Remembering an icon of change
მსახიობი ხუ ტიე 1928 წლის ფილმში “ქალი დეტექტივი” [ფოტო/ China Daily]

თუ გადავხედავთ მსახიობის ფილმოგრაფიას, შევნიშნავთ, რომ მისი როლები მგრძნობიარე და სერიოზული იყო. ხუმ საქვეყნო აღიარება ჩინეთის პირველ ხმოვან ფილმში, Sing-song Girl Red Peony – ში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.

Remembering an icon of change
მსახიობი თავის ქმართან ფან იოუშენგთან ერთად [ფოტო/China Daily]

ხუ იყო იმ პირველკურსელთა შორის, რომლებიც 1924 წელს გახსნილ ჩინეთის სამსახიობო აკადემიაში სწავლობდნენ. რამდენიმე კომერციულად წარმატებული ფილმის წყალობით, ხუს გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავდა. მსახიობობის გარდა, მან ძალიან მალე მოიპოვა ნებართვა, გადაეღო ეროვნულ მოტივებზე აგებული ფილმები. მისმა საბრძოლო ხელოვნებაზე გადაღებულმა ფილმმა, სახელწოდებით “The Burning of the Red Lotus Temple”,  სახალხო აღიარება მოუტანა საზოგადოებისათვის ისედაც კარგად ცნობილ მსახიობს.

Remembering an icon of change
ხუ პეკინის ოპერის დიდოსტატთან მეი ლანფვანგთან ერთად [ფოტო/China Daily]
მსახიობი და ჩინელ გრეტა გარბოდ წოდებული ხუ ტიე  1989 წლის 23 აპრილს, 81 წლის ასაკში ვანკუვერში გარდაიცვალა. 

Remembering an icon of change
ხუ ტიე [ფოტო/China Daily]
 [:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები