[:ka]
ჰონგ-კონგში პირველი საექსკურსიო რესტორანი გამოვიდა, რომელიც განთავსებულია ავტობუსში. სიახლე რესტორნების ქსელში ტურისტებსა და ადგილობრივებს ვახშმობისა და ქალაქის ღირსშესანიშნაობების ახალ ტალღას სთავაზობს. მასში გაერთიანებულია ტურიზმის და კვების ცნება, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ ადგილობრივისამზარეულო ჰონგ-კონგის ღირსშესანიშნაობების ფონზე.
საექსკურსიო ავტობუსი მასში განთავსებული რესტორანით ორსართულიანია, სულ 47 ადგილით. ტური ეწყობა ქალაქის ირგვლივ, რომლის განმავლობაშიც თქვენ შემოგთავაზებენ ადგილობრივი, ყველაზე პოპულარული კერძების მენიუს. მისი მომსახურეობა მოიცავს დღისა და ღამის ტურებს. დღის ტურში შედის 20-ზე მეტი ღირსშესანიშნაობის ხილვა დაწყებული ძიოულუნგიდან ჰონგ-კონგის კუნძულამდე ან ახალ ტერიტორიებამდე. საექსკურსიო ტური, რომლის ხანგრძლივობაც ორ საათნახევარია, ერთი ადამიანისთვის ღირს 380 ჰონგკონგური დოლარი (48.9 აშშ დოლარი). რაც შეეხება ღამის ტურებს ამისათვის საჭიროა წინასწარ დაჯავშნა,ხოლო მარშრუტს თავად აირჩევთ. კიდევ ერთი რამ, რაც მას გამოარჩევს სისტემური საექსკურსიო ავტობუსებისგან, არის ის, რომ ავტობუსებს გააჩნია აუდიო მეგზური სისტემა, რომელიც უზრონველყოფს მგზავრთა ინფორმირებას არა მხოლოდ ჩინურ არამედ სხვა უცხო ენებზეც.