სექტემბერი25 , 2023
პოლიტიკაჰონგ კონგი "შესაძლებლობების" გამოყენებისთვის ემზადება

[:ka]ჰონგ კონგი “შესაძლებლობების” გამოყენებისთვის ემზადება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ორშაბათს ჩინეთის ეროვნულ მუზეუმში გამართულ გამოფენას ესტუმრა. გამოფენა ჰონგ-კონგს ეხებოდა.

აქ წარმოდგენილ მულტიმედიურ პრეზენტაციებში ასახული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვლილი წლების სამახსოვრო მომენტები. იქ მყოფ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა კიდევ ერთხელ ენახა და გაეხსენებინა ისტორიული მნიშვნელობის მომენტი მათი წარსულიდან, კერძოდ ჰონგ-კონგის ჩინეთის სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ დაბრუნება. ასევე აღინიშნა, რომ ჰონგ-კონგის როლი ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მშენებლობაში მნიშვნელოვანია.

სი ძინფინგთან ერთად გამოფენას ესტუმრნენ  ჩინეთის სახალხო პოლიტიკის საკონსულტაციო კონფერენციის მე -12 ეროვნული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და ჰონგ კონგის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლეუნგ ჩუნ-ინგი და კერი ლამ ჩენგ იუეტ-ნგორი. გარდა ამ ლიდერებისა, გამოფენას ეწვია პრემიერი ლი ქეციანგი. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჰონგ კონგელ თანამემამულეებს გაერთიანებისკენ და ერის მთლიანობისკენ მოუწოდა. ეს ხელს შეუწყობს “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შემდგომ განვითარებას.

მან ასევე განაცხადა, რომ ინოვაციებისათვის მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, რომლის მიზანიც იქნება ჰონგ კონგში კეთილდღეობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.  ჩინეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში განვლილი 20 წელიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა რესპუბლიკის იმ მიღწევებსა და გარკვეულ სფეროთა ღრმად განვითარებას, რომელიც ჰონგ კონგმა ცენტრალური ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერით მიაღწია. მან ასევე დასძინა, რომ სიცოცხლისუნარიანობა “ერთი ქვეყანა, ორი სისტემისა” უკვე მკაფიოდაა გამოხატული. სიმ ასევე აღნიშნა, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” არამხოლოდ საუკეთესო გამოსავალია ჰონგ კონგის საკითხის გადასაჭრელად, არამედ საუკეთესო ინსტიტუციური მოწყობაა რესპუბლიკის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის.

სი ძინფინგმა საზოგადოებას მიმართა, რომ მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა და მუშაობა ერთი ქვეყანა, ორი სისტემის ეფექტიანი განხორციელებისათვის. ეს კი შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციასა და ჰონგ კონგის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის ძირითად კანონთან. ამგვარად ჰონგ კონგი უკეთ და სწრაფად განვითარდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სი ჰონგ კონგში დღეიდან, 29 ივნისიდან, შაბათამდე დარჩება და დაესწრება ჰონგ კონგის ჩინეთის მმართველობის ქვეშ დაბრუნების მე -20 წლისთავისასთვის მიძღვნილ ღონისძიებებს. ჰონგ კონგის სტუმრობისას სი ასევე შეხვდება ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს. ის ასევე დაესწრება ჰონგ კონგის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის მეხუთე ადმინისტრაციულ ინაუგურაციას.[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები