[:ka]

ჩინური კომპანია “ჰუავეი” რამდენიმე წელია სერიოზულად ჩაერთო სმარტფონების ბრძოლაში და სახელი, რომელიც თითქოს შეუბღალა მისმა დაბალფასიანმა მოდელებმა მალევე აღიდგინა, დღეს კი ისინი სრულიად თამამად უცხადებენ ბრძოლას წამყვანი კომპანიების ფლაგმანებს. ახალი სმარტფონი 26 თებერვალს გამოუშვეს, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომი კი, მარტიდან გახდა, ქართველი მომხმარებლებისთვის ჰუავეის ახალი მოდელის შეძენა აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

ჰუავეის ახალი სმარტფონი წარმოდგენილია ორი სახით, სტანდრატული P10 და P10 plus. ჰუავეი P10-ის შემადგენლობაშია 1440×2560 (565ppi) გაფართოების მქონე IPS-NEO LCD ეკრანი, სავარაუდოდ Corning Gorilla Glass 5 დამცავი შუშით. სმარტფონს მოემსახურება HiSilicon Kirin 960 ჩიფსეტი, რომელსაც აქვს 8 ბირთვი, 4 მაღალი წარმადობის 2.4 ghz ზე მომუშავე Cortex-A73 და 4 დაბალი წარმადობის 1.8 ghz ზე მომუშავე Cortex-A53, ხოლო რაც შეეხება ვიდეო ამაჩქარებელს, აქ წარმოდგენილია Mali-G71 MP8. 

სმარტფონი სამ ვარიანტადაა წარმოდგენილი 32/64GB შესანახი (ROM) და 4GB ოპერატული მეხსიერებით(RAM) და 128 გეგაბაიტიანი შესანახი(ROM), რომელსაც 6GB ოპერატიული (RAM) მეხსიერება ექნება. 256 (ROM) გეგაბაიტიანი შესანახი, რომელსაც 6GB ოპერატიული (RAM) მეხსიერება ექნება.

რაც შეეხება სმარტფონის კამერებს, აქვს 1.7 დიაფრაგმიანი ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, სმარტფონს უნდა ჰქონდეს ორი – 20 და 12 მეგაპიქსელიანი სრულიად ავტონომიური კამერები, რომელთაგან ერთი იქნება სრული მონოქრომი და მეორე სრული პოლიქრომი. რაც შეეხება წინა კამერას, აქ იქნება 8 მეგაპიქსელიანი F/1.7 იანი სენსორი. სმარტფონს აქვს 5.2 ინჩიანი ეკრანი. მისი ზომები კი ასეთია: 145.5 x 69.5 x 7.4.

ახალი სმარტფონის ორივე მოდელი მარტში გახდა ხელმისაწვდომი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე, ევროპაში, მექსიკასა და ავსტრალიაში, ხოლო საქართველოში მისი შეძენა აპრილის თვიდან იქნება შესაძლებელი.[:]