ჰუავეიმ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შთამბეჭდავი ზრდა განიცადა. ის, კომპანიიდან, რომელიც ტელეფონის მცირე დეტალებს აწარმოებდა, გადაიქცა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთ მოწინავე მოთამაშედ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ჰუავესი მობილური ტელეფონების მწარმოებლად იცნობს, კომპანია აქტიურად მოღვაწეობს “cloud” სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის კუთხით.
მიუხედავად გაზრდილი დაძაბულობისა კომპანიის ირგვლივ, კანადაში მისი ერთ-ერთი აღმასრულებლის დაკავებისა და აშშ-ს მხრიდან დაბლოკილი ბიზნეს შეთანხმებებისა, კომპანია განაგრძობს სტაბილურ ზრდას.
კომპანიის შემოსავლები აშშ დოლარში ბოლო 10 წლის მანძილზე
წინა წლებთან შედარებით ჩინეთის ეკონომიკური ზრდა რამდენიმე პროცენტით დაეცა, თუმცა ამას ჰუავეის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია. 2019 წლის დასაწყისში ჰუავეიმ გადაასწრო Apple-ს მსოფლიოს მასშტაბით გასაყიდად გაგზავნილი მობილური ტელეფონების რაოდენობით. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაგზავნილი ტელეფონი არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად იყიდის მომხმარებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ჰუავეის პოპულარულობის ზრდაზე მიუთითებს.
სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების წილი საერთო ბაზარში
მზარდი გაყიდვები კიდევ უფრო უცნაური და შთამბეჭდავია, როცა გავიხსენებთ კომპანიის მიმართ ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულებას. მაგალითად, არც ერთი ამერიკული სატელეკომუნიკაციო ქსელი არ ემსახურება ჰუავეის ფირმის ტელეფონებს. მომხმარებლებს შეუძლიათ მისი შეძენა, თუმცა პრობლემები ექმნებათ გამოყენებისას. ამის მიუხედავად, მსოფლიოს ყველა ნაწილში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, გაიზარდა ჰუავეის გაყიდვები ბოლო 3 წლის მანძილზე.
Huawei-ს შემოსავლები აშშ დოლარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბოლო 4 წლის მანძილზე
ჰუავეი აქტიურად მუშაობს ახალ ტელეფონებში და ტელეკომუნიკაციის კუთხით ისეთი ტექნოლოგიის აქტიურად დანერგვაში, როგორიცაა 5G ქსელი.
ჩინური ფირმების წილი მობილური მოწყობილობების მსოფლიო ბაზარზე იზრდება
თუმცა ის, თუ რამდენად გაიზრდება ჰუავეი, არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებზე ევროპულ ქვეყნებში. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ კონკურენციას გაუწევს ჩინური გიგანტი იმავე სექტორში მომუშავე სხვა აკომპანიებსა და მათ პროდუქციას. ამ კუთხით, ჰუავეი უსწრებს დასავლური კომპანიების დიდ ნაწილს კვლევასა და განვითარებაში ინვესტიციებითაც.
მიუხედავად ბოლო დღეებში გაზრდილი დაძაბულობისა, ჰუავეი აპირებს, მყარი ადგილობრივი ბაზრით დაძლიოს არსებული კრიზისი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისა და შემდგომ Google-ს რადიკალური განცხადებით დაიწყო.