[:ka]

ჰუავეი, რომელიც არის   ჩინეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი, გეგმავს საზეიმოდ წარადგინოს,  მომავალი წლის უკვე შექმნილი პროდუქტების პირველი 5G სერია. როგორც იუწყება ადგილობრივი მედია, კომპანია მიისწრაფვის მოიპოვოს ზღვარი მომავალი თაობის,  საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შორის.

შენჭენში  დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა რომ, ვინაიდან მსოფლიო მიიწევს 5G სტანდარტის დანერგვისაკენ,  2019 წლისთვის, 5G პროდუქტები უკვე იქნება გაყიდვაში- იუწყება, ტენსენტ ჰოლინგის საინფორმაციო პორტალი (qq.com).

ჰუავეის სტრატეგიული მარკეტინგის პრეზიდენტი,  სიუ ვენვეი, შეფასებით,  „კომპანია იმუშავებს სხვა სატელეფონო კომპანიებთან ერთად, რათა შექმნას ახალი ბიზნეს მოდელები 5G ეპოქაში, სადაც ტექნიკის ნებისმიერ სახეობას  ექნება კავშირი ინტერნეტთან“.

ნოემბერში, პოლარული კოდირებით, ჰუავეის ტექნოლოგიები,  მიღებულ იქნა, როგორც გლობალური სტანდარტი 5G-ის.

ლიუ ჭენვანგმა, რომელიც არის Wanqing Consultancy -ის აღმასრულებელი დირექტორი, შანხაიში, განაცხადა, რომ  ჰუავეი  5G პროდუქციით, რომელიც წარდგენილი იქნება მომავალ წელს, მხარს დაუჭირს ინტერნეტის ვრცელ კავშირებსა და NB-IoT -ს .  NB-IoT – ეს  არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, დამყარდეს  სწრაფი ინტერნეტ კავშირი მოწყობილობათა შორის, მაგრამ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე უკვე არსებული Bluetooth და Wi-Fi ტექნოლოგიაა.

[:]