Home Projects "სარტყელი და გზა" აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

[:ka]აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია[:]

0
6298

[:ka]

19-20 მაისს აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რთება, სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“ (Contemporary Challenges of Democracy and Human Rights through Politics and Security).

კონფერენციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად(ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მომხსენებელი  საქართველოდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ხორვატიიდან, ასევე, ირანიდან, ერაყიდან და ამერიკიდან.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები არიან:

  1. პროფესორი გერდ მორგენტალერი – საჯარო სამართლის პროფესორი, სეიგენ-ის უნივერსიტეტი, გერმანია
  2. ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველო
  3. პროფესორი ქათლიინ ე. მაჰონი – კალგარი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, კანადა
  4. დოქტორი დიმიტრი გეგენავა – დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველო
  5. პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი – ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, ესპანეთი
  6. პროფესორი ფერნანდო პენია ლოპესი – კორუნას უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი

კონფერენცია  მიზანად ისახავს,ისეთ საკითხთა განხილვა როგორიცაა ადამიანის უფლებები, მმართველობის ფორმები, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იქნება ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

უცხოელი და ქართველი ექსპერტების კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელს გახდის გამოთქმული მოსაზრებები სრულყოფილად მიეწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს ცვლილებების განხორციელების პროცესში მათი გათვალისწინება და კონსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა.

[:]

NO COMMENTS