აპრილი17 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ადმირალ ჭენგ ხეს უცნობი მოგზაურობა

ადმირალ ჭენგ ხეს უცნობი მოგზაურობა

-

- Advertisment -spot_img

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები იყო პროცესი, რომელმაც ფაქტობრივად შეცვალა იმ პერიოდის მსოფლიო ისტორია. ახალი მიწების ათვისება, ძვირადღირებული ნედლეულები და გლობალურ ძალებს შორის უპირატესობის მოპოვება ამოძრავებდა იმ პერიოდის ევროპული მონარქებისა და მდიდარი ვაჭრების. ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს ჩინელი მოგზაურის, ადმირალ ჭენგ ხეს მოგზაურობის მარშრუტსა და ექსპედიციის შედეგებს. ადმირალ ჭენგ ხეს მოგზაურობა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე ადრე დაიწყო და მისი ტრადიციების გაგრძელების შემდეგ შესაძლოა სულ სხვანაირი მსოფლიო წესრიგი ყოფილიყო და კოლონიზაციის მიმართულებაც შესაძლებელია სულ სხვანაირი გზა მისცემოდა.

ბიოგრაფიული ცნობები და ექსპედიციის დასაწყისი

ადმირალი ჭენგ ხე (郑和) ჩინელი მუსლიმების ოჯახში დაიბადა, თავდაპირველი სახელი მა ხე იყო, თუმცა იმპერატორ იონგლეს ( იმპერატორი იონგლე იგივე ჭუ ტი, მინგის დინასტიის იმპერატორი, 1402-1433 წლებში) გადაწყვეტილებით მას ჭენგი ეწოდა. დაზუსტებითა ცნობილი მისი დაბადების თარიღი 1371წ. ხოლო გარდაცვალების თარიღად 1433 ან 1435 წელს მიიჩნევენ. მოგზაური ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში იუნანში დაიბადა,  ქალაქ ქუმნინგში. იუნანის პროვინციას მისი წინაპრები საუკუნეების წინ მართავდნენ მონღოლური იმპერიის ფარგლებში. 

მეთხუთმეტე საუკუნის მიჯნაზე სამხრეთ ჩინეთის პროვინციები: იუნანი, კუანტონგი, კუანგსი იყო კარიბჭე და ცენტრი საგარეო ვაჭრობისა დასავლურ ქვეყნებთან. სწორედ ამ სივრცეში იყრიდა თავს სპარსული, არაბული, ინდური და სამხ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული საქონელი და სიმდიდრე. მას შემდეგ რაც მინგის დინასტიამ იუნანის პროვინცია წაართვა მონღოლების იმპერიას, ზემოთხსენებული ადგილი გახდა პლაცდარმი დასავლურ სამყაროსთან საზღვაო ვაჭრობისა. სამწუხაროდ წყაროების არ იძლევა იმის სრულ სურათს თუ რა იყო ჭენგ ხეს ექსპედიციის ზუსტი მიზანი და ინსპირაცია, თუმცა ფაქტია ის ემსახურებოდა ჩინეთის თვალსაწიერის გაფართოებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას მის ფარგლებს გარეთ. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს რომ ექსპედიცია უმეტესწილად იყო მშვიდობიანი ხასიათის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ჩინურ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა წყარო და მარშრუტი აღნიშნული მოგზაურობისა, რომელთაგან ზოგიერთი ფანტასტიკის სფეროს უახლოვდება, თუმცა რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას ჭენგ ხემ შვიდი სხვადასხვა მოგზაურობის დროს იმოგზაურა დღევანდელი ინდონეზიის, შრი ლანკას, აღმოსავლეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის ტერიტორიაზე.

მოგზაურობის მარშრუტები

ჭენგ ხეს მოგზაურობათა  მარშრუტები წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. 1405-1407 იავა, მალაკა, შრი ლანკა, კალკუტა
  2. 1407-1409 იავა, სიამი, შრი-ლანკა, კალკუტა
  3. 1409-1411 ჩამპა, იავა, მალაკა, შრი-ლანკა, სიამი და ინდოეთის სხვადასხვა ზღვისპირა ქალაქები
  4. 1413-1415 ჩამპა, მალაკა, იაა, სემუდარა, შრი-ლანკა კალკუტა, ჰორმუზის სრუტე, მალდივის კუნძულები, მოგადიშო, ადენი
  5. 1417-1419 რუიკუ ( დღეს იაპონიის შემადგენლობაშია), ბენგალი, მალაკა, შრი-ლანკა, მოგადიშო, კენიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულები
  6. 1421-1422 ბენგალი, შრი-ლანკა, კალკუტა, მალდივი, ჰორმუზი, მოგადიშუ
  7. 1430-1432 ჰორმუზი, მალდივი, ბენგალი, ადენი, მექა მოგადიშუ.

თუ არ ჩავთვლით შრი-ლანკაზე, ადგილობრივ კოტტოს სამეფოსთან სამხედრო შეტაკებებს, წყაროების მიხედვით მეტწილად მშვიდობიანი და სამეცნიერო ხასიათის იყო ჭენგ ხეს მოგზაურობა, მეტიც მასვე მიაწერენ ინდოეთის ოკეანეში მეკობრეებთან სასტიკ ბრძოლას.

1432 წლის შემდგომ ჭენგ ხეს აცილებელ ზღვაოსნობას და მატერიკულ ჩინეთში ბიუროკრატიულ აპარატში მაღალ პოზიციაზე ნიშნავენ. ახალი იმპერატორიც არ გამოირჩეოდა დიდი ინტერესით ძვირადღირებული ექსპედიციებით და შემდგომ ჩინელების საზღვაო ვოიაჟებს გაგრძელება აღარ ჰქონია, რითაც მათ დაკარგეს შანსი გამხდარიყვნენ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ავტორები და ესტაფეტა დასავლეთ ევროპელებს გადასცეს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები