აპრილი16 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ათი საინტერესო ფაქტი ჩინური კულტურის შესახებ

ათი საინტერესო ფაქტი ჩინური კულტურის შესახებ

-

- Advertisment -spot_img

ჩინური კულტურა ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურაა დღევანდელ მსოფლიოში, საკუთარი მახასიათებლებითა და ნიშით, თუმცა სტატიაში მინდა ათ საინტერესო ფაქტს გავუსვა ხაზი, რომელსაც ჩინეთში მყოფი ადამიანი აუცილებლად შეამჩნევს და ათივე ფაქტის ცოდნა უკეთ დაეხმარება უცხოელს ჩინელებთან კომუნიკაციაში:

1ჩინური კულტურა დღესაც განიცდის კონფუციონური ღირებულებების ძლიერ გავლენას.

მიუხედავად იმისა რომ, კონფუცის დაბადებიდან 26 საუკუნეა გასული, მისი შეხედულებები წესრიგზე, ოჯახზე, მმართველობასა და საზოგადოებაში მიმდინარე ინტერაქციებზე დღესაც აქტუალურია და არ კარგავს მნიშვნელობას.

2ჩინეთი არის ცენტრალური (შუა) სამეფო

ჩინეთის სახელი ჩინურად 中国(zhōngguó) ქართულად ცენტრალურ ან/და შუა სამეფოს ნიშნავს. ცენტრალურობის ფილოსოფია საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა ჩინური პოლიტიკური ელიტის ლეგიტიმაციის ქვაკუთხედად და მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული ნარატივის ფორმირების საკითხსა და პოლიტიკურ იზოლაციონიზმში შუა საუკუნეებში.

3ოჯახს ჩინელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში დასავლური კულტურა საკმაოდ დიდი დოზით შევიდა ჩინურ საზოგადოებაში, ოჯახის კულტი და ნუკლეანური საზოგადოება მაინც მოწოდების სიმაღლეზეა ჩინელისთვის. ის ერთის მხრივ მოგვაგონებს სამხრეთ ევროპულ ოჯახს, თუმცა გაცილებით უფრო მჭიდრო და პასუხისმგებლობითაა გადაჯაჭვული ვიდრე დასავლური ოჯახები.

4მაგიდის ჩოგბურთი და კალათბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებებია ჩინეთში

5ჩინური კალიგრაფია ხელოვნების დარგია

ტრადიციული ჩინური კალიგრაფია ხელოვნების დარგი იყო საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას. ჩინურ კალიგრაფიას ბევრი მიმართულება აქვს და მისი მცოდნე ყოველთვის სარგებლობდა და სარგებლობს საზოგადოებაში დიდი პატივისცემით.

6ჩინური კუნგ ფუს ისტორია 25-27 საუკუნეს ითვლის

კონკრეტულად ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის ჩამოყალიბდა ჩინური საბრძოლო ხელოვნება თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ რომ ის ჩინეთის ისტორიაში ე.წ გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებს უნდა უკავშირდებოდეს.

7ჩაის სმის სტილი შენ სოციალურ სტატუს აჩვენებს

ჩინეთში ჩაის სმას მთელი რიტუალი აქვს, მისი მცოდნენი კი ძირითადად ელიტარული ჯგუფებიდან იყვენენ, დღეს პოპულარულია ლექციები და მასტერ კლასები ჩაის სმის შესახებ.

8ჩინეთში ყველაზე მრავალრიცხვოვანი ეთნიკური ჯგუფი ხანები არიან

დღეს მოსახლეობის 90 პროცენტს ეთნიკური ხანი შეადგენს, თუმცა მათ გარდა ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებულია 55 ეთნიკური უმცირესობა.

9ჩინურ კულტურაში ტრადიციულ ფესტივლებს დიდი ადგილი უჭირავთ

ალბათ რთულად მოიძებნება პლანეტაზე სახელმწიფო, რომელსაც წლის განმავლობაში იმდენი დღესასწაული და ფესტივალი ჰქონდეს რამდენიც ჩინეთში. დღესასწაულების ხაზი მრავალფეროვანია, ზოგი სიყვარულს ეძღვნება, ზოგიც წინაპართა კულტს, ზოგიც კი უბრალო ცრურწმენის გამო „შოპონგის“ დღეთაა გამოცხადებული.

10

ჩინეთში „საჭმლის კულტი“ არსებობს

ჩინეთში მოხვედრისას თუ ჩინელი გეკითხებათ ისადილეთ თუ არა, ეს სულაც არ არის გასაკვირი, პირიქით ის ამით პატივისცემას გამოხატავს. ჩინურ კულტურაში სადილი ოფიციალური თუ არაოფიციალური ღონისძიებების მთავარი შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით თუ საქმე უცხოეულ სტუმარს ეხება.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები