Home კულტურა აკრძალული ქალაქი ტექნოლოგიური იდეების ჭრილში

[:ka]აკრძალული ქალაქი ტექნოლოგიური იდეების ჭრილში[:]

0
3564
[ფოტო/CHINA DAILY

[:ka]

პეკინში, სასახლის მუზეუმში ფორუმი გაიმართა. სამდღიანი ფორუმი, რომელიც წარადგინა სასახლის მუზეუმმა და ინტერნეტ გიგანტმა Tencent-მა, სამშაბათს, 28 ნოემბერს გაიხსნა.

გამართულ ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა ერთმანეთს ახალ ტექნოლოგიებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. მენეჯერებმა, მსოფლიოს წამყვანი დაწესებულებებიდან, როგორიცაა პარიზში ლუვრის მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟი, რუსეთისა და ტოკიოს ეროვნული მუზეუმები, აგრეთვე შანხაისა და ნანკინის მუზეუმები, განაცხადეს, რომ ისინი ჩაერთვნენ პროექტში, რათა შეისწავლონ ეს ზომები კულტურული სიწმინდეების დასაცავად.

ფორუმზე სიტყვით წარსდგა სასახლის მუზეუმის დირექტორი შან ძისიანგი. “ახალი ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს ასრულებს მუზეუმის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტში, რომელიც მოიცავს სტუმრების მიღებას, კულტურული სიწმინდეების აღდგენასა და აკადემიურ კვლევას”- განაცხადა შანმა. მისივე თქმით, რესტავრაციის პროცესი მჭიდროდ არის შერწყმული სამეცნიერო კვლევასთან. რესტავრაციის პროცესთან ერთად, ამჟამად 33 აკადემიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

ფორუმის მსვლელობისას იქ დამსწრე საზოგადოებას სასახლის დირექტორმა კულტურული რელიკვიების რესტავრაციის ახალი ლაბორატორია გააცნო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით. განახლებული ლაბორატორია მოინახულა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან ერთად.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერმიტაჟისა და ლუვრის მუზეუმების წარმომადგენლებმა. ერმიტაჟის დელეგაციამ ვირტუალური რეალობის გამოფენა გამართა სამგანზომილებიანი მოდელირების საფუძველზე, ხოლო ლუვრმა, ბევრ სხვა წარმატებულ მაგალითთან ერთად მულტიმედიური ხელსაწყოების ნიმუშები გააცნო საზოგადოებას.

2015 წელს, სასახლის მუზეუმმა და ინტერნეტ გიგანტმა Tencent-მა ერთობლივი კონკურსი გამართა. პროექტი ჩატარდა ახალგაზრდა ჩინელი ხელოვანებისთვის, რომლებმაც სასახლის მუზეუმის ელემენტებით შექმნეს  ემოები, თამაშები და სხვა კულტურული შემოქმედებითი ნიმუშები.

[:]

NO COMMENTS