Home კულტურა ანიმაციური ფილმის Axel 2 – ის პრემიერა ჩინეთშიAxel 2 – ის პრემიერა...

[:ka]ანიმაციური ფილმის Axel 2 – ის პრემიერა ჩინეთში[:en]Axel 2 – ის პრემიერა ჩინეთში[:zh]Axel 2 – ის პრემიერა ჩინეთში[:]

0
5077
სცენა ფილმიდან Axel 2: Adventures of the Spacekids [ფოტო/China Daily]

[:ka]

“ჩინურ ანიმაციურ ფილმ “Axel 2: Adventures of the Spacekids” -ს ინგლისური სუბტიტრები ექნება და მას საზღვარგარეთ აჩვენებენ,” – განაცხადა რეჟისორმა ლი ლიანმა.

პირველი ნაწილის გაგრძელების ჩვენება Kunta (2013), ჩინეთში,  პირველ ოქტომბერს იგეგმება, სამიზნე აუდიტორია – ოჯახებია, რომლებიც ეროვნული დღისთვის ერთი კვირით დაისვენებენ, ფილმიც სწორედ ამ დროს გამოდის.

ფილმი, რომელიც დისტანციურ პლანეტაზეა გადაღებული, ეხება 3 უცხოპლანეტელ გმირს, რომლებიც ჯადოსნური ხის უკანასკნელ თესლს ეძებენ.

ანიმაციის დირექტორმა და ხანგჭოუში დაარსებული ფირმის, Versatile Media Co Ltd – ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ფილმის ინგლისური ვერსია უკვე გაიყიდა იტალიაში, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში.

სცენა ფილმიდან Axel 2: Adventures of the Spacekids [ფოტო/China Daily]

თავის ნაშრომზე ამბობს: “ 1993 წელს, როდესაც დავიწყე, კომპიუტერული ანიმაციური ფილმების შექმნა, ვიგრძენი, რომ ადგილობრივ ანიმატორებს დიდი გზის გავლა მოუწევთ იმისთვის, რათა Hollywood – ის დონეს გაუთანაბრდნენ, ახლა კი მიხარია იმის თქმა, რომ განსხვავებამ საგრძნობლად იკლო.”

ფილმის შეზღუდული ჩვენება, 16 და 17 სექტემბერს გაიმართა, ორდღიანმა ჩვენებებმა სალაროებში – 4 მილიონი იუენი ($604 000) დატოვა.

ფილმი, რომელიც 3D სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის პირველი ანიმაციაა ჩინეთში, უამრავი სპეციალური ეფექტით არის შექმნილი.

[:]

NO COMMENTS