მარტი28 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ბიზნესის და სახელმწიფოს თანაარსებობა ჩინეთში

ბიზნესის და სახელმწიფოს თანაარსებობა ჩინეთში

ირაკლი ქორქია

-

- Advertisment -spot_img

2012 წელს, როცა სი ძინფინგმა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა მთელი მსოფლიო განცვიფრებული უყურებდა ჩინეთის ეკონომიკის გასაოცარი ტემპებით ზრდას.  2012 წლისთვის ჩინეთში ჯამური ინვესტიციების 50%  ეკონომიკური მწარმოებლობის 75% სწორედ კერძო კომპანიებზე მოდიოდა. 

მაოს ეპოქიდან დაწყებული, ჩინეთის ხელისუფლება  მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკაში და კომუნისტური პარტია პირდაპირ აკონტროლებდა სახელმწიფო კომპანიებს. რა ცვლილებაც პრეზიდენტმა სიმ მოიტანა იყო ის, რომ მან გაზარდა სახელმწიფოს როლი როგორც სამთავრობო ასევე კერძო ბიზნესში. 

კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის კავშირი საკმაოდ მოქნილია და ორივე მხარეს უტოვებს ლავირების საშუალებას. სახელმწიფო კომპანიების შემთხვევაში კი ვხვდებით უფრო მკაცრ კონტროლს. ჩინეთის მმართველი პარტია არ განსაზღვრავს კერძო კომპანიების ყოველდღიურ ოპერაციებს და უტოვებს მათ ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალ არჩევანს. სახელწმიფოსგან ზედამხედველობა ძლიერდება, როცა მსხვილი კომპანიები იზიდავენ ან თავად აკეთებენ მასშტაბურ ინვესტიციებს. 

მანამ, სანამ სი ძინფინგი კომუნისტურ პარტიას ჩაუდაგებოდა სათავეში, ბევრი საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად ბაზარზე ორიენტირებული და თავისუფალი ეკონომიკის მომხრე იყო ის, რადგან 1985 – 2007 წლებში  ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა ფუძიენისა და ჭეძიანგის პროვინციებში, რომლებიც განთქმულები არიან კერძო ბიზნესის წარმატებულობით.  2012 წლიდან კი, მიუხედავად იმისა რომ სი ძინფინგმა ხშირად რისკიანი გადაწყვეტილებები მიიღო საგარეო და საშინაო პოლიტიკის მხრივ, მისი ეკონომიკური პოლიტიკა ექსპერიმენტული ნამდვილად არ ყოფილა და ბიზნესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. მისი თქმით ასეთი პოლიტიკა „გააუმჯობესებდა სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკის სტრუქტურას ქვეყანაში“.

სი ძინფინგის წინამორბედის, ხუ ძინთაოს დროს, ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ისე გამდიდრდნენ, რომ მოხვდნენ მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების ტოპ 20-ში. ისინი გახდნენ ძლევამოსილი იმპერიები და კორუფციის წყაროც. „პრეზიდენტ სი ძინფინგს მოუწია ჩაებარებინა ქვეყანა, რომელიც 10 წლის მანძილზე სწრაფად ვითარდებოდა, თუმცა შესუსტებული იყო კერძო სექტორში სახელმწიფოს კონტროლი“ – აცხადებს ანალიტიკოსი ვენდი ლოიტერტი. 

2012 წელს, თანამდებობის ოფიციალურად ჩაბარებამდე რამდენიმე თვით ადრე, სი ძინფინგმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ გასაზრდელი იყო კერძო ბიზნესებში სახელმწიფოს წარმომადგენლების რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ეს მარტივად მოახერხა.  ცენტრალური საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით,  2016 წელს ჩინური კომპანიების 68%-ში  და ჩინეთში არსებული უცხოური კომპანიების 70%-ში იყო  პარტიის წარმომადგენელი.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი მიზანი იყო და არის, რომ ინდივიდუალური ბიზნესმენები და კომპანიები არ გახდნენ კომუნისტური პარტიის პოლიტიკური კონკურენტები.  ჩინეთის ხელისუფლების მიზანია ეკონომიკური ზრდა, თუმცა არა ალტენრატიული პოლიტიკური ძალის შექმნის ხარჯზე. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს როლი კერძო კომპანიებში საგრძნობლად გაიზარდა, მმართველ პარტიას სურს, გახდეს ბიზნესის წარმატების ნაწილი.  „ჩვენ გვსურს ერთად გამოვიმუშავოთ ფული“.  – აცხადებს ლუ ვეი, რომელიც 2014 წელს ინტერნეტ უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები