აპრილი25 , 2024
Lifestyleგანსხვავებები ჩინურ და დასავლურ კულტურებს შორის

განსხვავებები ჩინურ და დასავლურ კულტურებს შორის

-

- Advertisment -spot_img

,დასავლეთისთვის ჩინეთი ეგზოტიკური ქვეყანაა, კულტურული თუ სხვა სხვაობებიდან გამომდინარე. ისევე, როგორც დასავლეთისთვის არის ჩინური ჩვეულებები საინტერესო და უცნაური, ჩინელებისთვისაც ბევრი დასავლური ჩვეულება გაუგებარია. წარმოგიდგენთ რამდენიმე განსხვავებას დასავლურსა და ჩინურ კულტურას შორის:

  • დამოკიდებულება კანის ფერის მიმართ – ჩინელებს უყვართ ფერმკრთალი სახის კანი მაშინ, როცა დასავლეთში უპირატესობას გარუჯულ კანს ანიჭებენ.
  • ჩინეთში უპირატესობას გამხდარ სხეულს ანიჭებენ და წონას ხშირად საჯაროდ განიხილავენ. წონის დაკლების შენიშვნა და ამის აღნიშვნა კომპლიმენტად ითვლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წონის მომატებაზე ყურადღების გამახვილება შეურაცხყოფაა. ეს ნიშნავს, რომ კარგად იკვებები.
  • ჩინეთში ნებისმიერ სეზონზე მუდამ თბილ წყალს სვამენ, როცა ევროპაში უპირატესობას ცივ ან ოთახის ტემპერატურის წყალს ანიჭებენ.
  • თუ ევროპაში ოჯახის თითოეული წევრი დამოუკიდებლად უკვეთავს მხოლოდ თავისთვის საჭმელს, ჩინეთში სუფრაზე არსებული საკვები მთელი ოჯახისთვის საზიაროა.
  • ჩემი აზრით, ჩინეთში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ჩვეულება ე.წ. „მჯდომარე თვეა“. მშობიარობის შემდეგ, ქალს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ცხოვრება ეკრძალება. მაგალითად: არ შეუძლია ტელევიზორის ყურება, ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკი, დამოუკიდებლად ბანაობაც და ფანჯრის გაღებაც კი, თუმცა თანამედროვე ჩინურ კულტურაში ამ ჩვეულების ცვლილება უკვე დაიწყო.
  • მეტწილად, დასავლეთში საჩუქარს ჩუქებისთანავე ხსნიან, ჩინეთში კი ეს უკულტურობად ითვლება. ზოგადად, ჩინელებს არ უყვართ გრძნობების პირდაპირი ფორმით გამოხატვა. ოჯახის წევრები ხშირად არ ეუბნებიან ერთმანეთს თუ როგორ უყვართ ერთმანეთი და იშვიათად თუ ეხუტებიან ერთმანეთს. თუმცა ეს ჩვეულებები ახალგაზრდა თაობაში თანდათან იცვლება და ისინი ურთიერთობისთვის უფრო ღიები და გახსნილები ხდებიან.

რასაკვირველია, ზემოაღნიშნული ჩინური კულტურისა და ტრადიციების ელემენტების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დროთა განმავლობაში თითოელი იცვლება. თანამედროვე თაობა ცდილობს ახალი ჩვეულებების დამკვიდრებას, მაგრამ მოდერნიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩინურ კულტურას ძირფესვიანი გარდაქმნა ემუქრება. იგი იყო, არის და დარჩება გამორჩეულ და ყველა სხვა კულტურისგან განსხვავებულ კულტურად.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები