[:ka]გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე გამოიცა[:]

0
59

[:ka]

გიორგი კეკელიძის თომას ზღაპრები ჩინეთში გამოიცა. წიგნი ჩინურად სინოლოგმა – ანა გოგუაძემ თარგმნა და გამომცემლობა China Translation & Publication House-მა გამოსცა. აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ქართული წიგნია, რომელიც ჩინურ ენაზე ითარგმნა. 2016 წელს გამოცემული წიგნი თომაზე შექმნილ ზღაპრებს აერთიანებს და 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

“ზღაპარში ხშირად არის ნახსენები დახმარება და მეგობრობა, რაც ჩინური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩინელებს უყვართ დიდი ფანტაზიით შექმნილი საბავშო წიგნები, ვფიქრობ, ჩინელ ბავშვებს ძალიან მოეწონებათ თომა“, – განაცხადა მარკეტერთან საუბრისას “თომას ზღაპრების“ ჩინური თარგმანის ავტორმა, ანა გოგუაძემ.

ჩინური თარგმანის წარდგენა პეკინში გაიმართება.

[:]