მარტი22 , 2024
Lifestyleშოუბიზნესიდომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ჩინეთს საჯაროდ ბოდიშს უხდიან...

[:ka]დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ჩინეთს საჯაროდ ბოდიშს უხდიან (ვიდეო)[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

იტალიური ბრენდი Dolce&Gabbana ჩინეთის და ჩინელების შეურაცხმყოფელი რასისტული მესიჯების გასაჯაროვების შემდეგ დიდ სკანდალში გაეხვა. ორი დღის განმავლობაში ჩინეთმა ბრენდის პროდუქცია გაყიდვიდან სრულიად ამოიღო.
რამდენიმე წუთის წინ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე Dolce&Gabbana-ს ოფიციალურმა  გვერდმა დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას საბოდიშო ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

გთავაზობთ ვიდეო-მიმართვის ქართულ თარგმანს:

“ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავფიქრდით მომხდარზე და იმაზე თუ რა ზიანი გამოვიწვიეთ თქვენ ქვეყანაში და ამისთვის ძალიან ვწუხვართ.

ჩვენი ოჯახები ყოველთვის გვასწავლიდნენ მსოფლიოს სხვა კულტურათა პატივისცემას და ამ მიზეზით, თუ დავუშვით შეცდომა თქვენ კულტურასთან მიმართებაში ჩვენ გვსურს ბოდიში მოვიხადოთ.

ჩვენ ასევე გვსურს ბოდიში მოვუხადოთ ყველა ჩინელ ადამიანს მსოფლიოში – რომლებიც ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ ამ ბოდიშსა და მესიჯს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა ჩინელი ერი, გვიმოგზაურია ბევრ ქალაქში, გვიყვარს კულტურა, რაღათქმაუნდა კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ამ მიზეზით, ჩვენ ბოდიშს ვიხდით თუ ჩვენ დავუშვით შეცდომა გამოხატვის პროცესში.

ამ გამოცდილებიდან მე მიმაქვს გულთან ძალიან ბევრი რჩევა და გარწმუნებთ ეს აღარასდროს განმეორდება. უფრო მეტიც, ჩვენ უკეთესები გავხდებით. ჩვენ პატივს ვცემთ მთელ ჩინურ კულტურას.

ჩვენ გულის სიღრმიდან ვიხდით ბოდიშს.”

ვიდეო მიმართვის დასასრულს დინზაინერებმა ბოდიში ჩინურ ენაზე მოიხადეს.

იხილეთ ვიდეო:

[:]

SourceWEIBO

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები