მარტი28 , 2024
დღესასწაულებიტუჩენის ფესტივალი

ტუჩენის ფესტივალი

-

- Advertisment -spot_img

ტიბეტური კალენდრის მეცხრე თვეში, 22-ე დღეს, ტუჩენის ფესტივალი აღინიშნება. წელს ფესტივალი 15 ნოემბერს ტარდება.

ამ ფესტივალს „ტიბეტურ დედის დღესა“ და „10 მილიონზე გამრავლების დღეს“ უწოდებენ, რადგან მიიჩნევა, რომ ნებისმიერი კარგი ან ცუდი საქმე, რომელიც ფესტივალის ფარგლებში კეთდება 10 მილიონჯერ მრავლდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პოზიტიური აქტივობების დაგეგმვა, რადგან ითვლება, რომ ამ დღეს ჩადენილი სიკეთე აუცილებლად უკანვე დაგიბრუნდება. წესისამებრ, ტიბეტელები ტაძრებში საკმევლის დასაწვავად და სალოცავად მიდიან და რაც შეიძლება მეტ კეთილ საქმეს აკეთებენ.

ისტორია

შაკიამუნი ბუდა, რომელიც ინდოეთში დაახლოებით 2500 წლის წინ ცხოვრობდა, მიხვდა, რომ მისი გარდაცვლილი დედა 33 სამოთხეში იყო ჩარჩენილი. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები ღმერთს ნატრულობდნენ. იგი დედის დასახმარებლად წავიდა იქ და სამი თვის განმავლობაში გაანათლებდა ღვთაებებს, ხალხსა და დედას. შემდეგ მისი ახლო სტუდენტის მოწოდებით, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 41 წლის ბუდა კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა.

ამბობენ, რომ ღმერთებმა შექმნეს ბივრილის, ოქროსა და ვერცხლის კიბე, რომლის საშუალებითაც ბუდა ჩამოვიდა ქალაქ კაშიში (დღევანდელი ვარანასი). ეს მოვლენა ითვლება ბუდას რვა დიდებული საქმიდან ერთ-ერთად, ტუჩენის დღესასწაული კი სწორედ აღნიშნულს ეძღვნება.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები