აპრილი17 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ეკონომიკა: გადახდის საშუალებები

[:ka]ჩინეთის ეკონომიკა: გადახდის საშუალებები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება, კომპანიები ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური კომფორტი შესთავაზონ კლიენტებს. მათ შორის, ერთ–ერთი ახალი ხერხია თანხის გადახდა კომპიუტერის მიერ  სახის სკანირებით, თუმცა ეს ჯერჯერობით არც ისე გავრცელებული საშუალებაა.

ამჟამად, ჩინეთში თანხის  გადახდის სამი ყველაზე გავრცელებული საშუალება არსებობს: ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, საბანკო ბარათით გადახდა ან მობილური აპლიკაციის საშუალებით გადარიცხვა. ეს უკანასკნელი გადახდის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. თითქმის ყველა მაღაზიასა თუ კაფეში მიმაგრებულია სპეციალური QR კოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ანგარიშის მოძებნა და თანხის გადარიცხვა. ამისთვის მობილური ინტერნეტია საჭირო.

WeChat  და Alipay  არის ორი  ყველაზე პოპულარული აპლიკაცია  თანხის გადასარიცხად.

WeChat (ჩინ. 微信 ვეისინი) არის  Tencent–ის (ჩინ. 腾讯 თენგსუნი)  ცნობილი კომპანიის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და  ერთ–ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა. 2013 წლის აგვისტოში WeChat-ის მომხმარებლებს შემქმნელებმა ახალი საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქცია შესთავაზეს _ საბანკო ბარათის გამოყენების გარეშე სოციალური ქსელიდან  მობილურის საშუალებით თანხის გადარიცხვა. 2014 წლის მარტიდან კი  უკვე კომპანიებს შეეძლოთ დარეგისტრირება და კლიენტებისათვის ანგარიშსწორების ამ საშუალების შეთავაზება. WeChat–ის მეშვეობით გადახდა სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მათ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარეთაც  შეუძლიათ თანხის გადარიცხვა.

Alipay–ის (ჩინურად ჭ’ფვუპაო) კოპანია “ალიბაბა ჯგუფმა” დააარსა 2004 წელს და მომხმარებელს გადახდის ახალ მეთოდებს სთავაზობდა. სწორედ მისი წყალობით ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ინტერნეტ-მაღაზიებში პროდუქტების შესყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ WeChat–ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოჩნდა ბაზარზე,   Alilpay  დღესაც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. მისი გამოყენების ფუნქციებიც, WeChat-ის მსგავსად, არის  QR კოდის შემოწმებით ანგარიშის პოვნა ან საკუთარი QR კოდის ჩვენება თანხის გადასარიცხად.

ამ მობილური აპლიკაციების უპირატესობა ისიც არის, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია კინოთეატრის, მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთების შეძენა, ტაქსის გამოძახება და ა.შ.  რეგისტრაციისთვის საკმარისია ჩინეთის ბანკის ბარათი და მობილურის ნომერი იყოს დარეგისტრირებული. როდესაც აპლიკაცია შეძლებს მობილური ნომრისა და ბანკის ბარათის ერთმანეთთან დაკავშირებას, თანხის გადარიცხვაც შესაძლებელი იქნება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები