Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის ეკონომიკა: დიდი ოცეულის სამიტი

[:ka]ჩინეთის ეკონომიკა: დიდი ოცეულის სამიტი[:]

0
5739

[:ka]

2015 წლის ნოემბერში, ჩინეთში, ქალაქ ხანგჭოუში სწავლისას შევიტყვეთ, რომ 2016 წლის 4-5 სექტემბერს ეს  ქალაქი დიდი ოცეულის მე-11 სამიტს უმასპინძლებდა. 2015 წლის ნოემბრიდან მომავალი წლის სექტემბრამდე ქალაქი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის. აქტიური სამშენებლო სამუშაოები უფრო მეტად დაჩქარდა, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები და ამქვეყნიურ სამოთხედ წოდებული ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და თანამედროვე გახდა.

დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს მოიცავს. სამიტის დროს განიხილეს რიგი საკითხები: გლობალური ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ერთობლივი განვითარების შესახებ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა პრომლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე, იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა _ კლიმატური ცვლილებები, ლტოლვილები, ანტიტერორიზმის დაფინანსება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

სამიტის მასპინძელმა, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა თანამშრომლობასა და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას ეკონომიკის განსავითარებლად. მისი თქმით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკებზე დამოკიდებულება მსოფლიო ეკონომიკისათვის ეფექტური არ იყო, ამიტომ საჭირო გახდა ინოვაციაზე ორინტირებული ეკონომიკის განვითარებაც.

სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ გლობალური ფინანსური უსაფრთხოების გაძლიერებასა და საერთაშორისო მონეტარული სისტემის სტაბილურობაზე. გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა, სი ძინფინგმა  ყურადღება გაამახვილა განახლებად ენერგიასა და  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

აღსანიშნავია, რომ ხანგჭოუს სამიტზე გადაწყდა აფრიკის ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გაეროს იმდროინდელ გენერალურ მდივანს, პან გი მუნს, გადასცეს პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებაში გაწევრიანების დოკუმენტები. სამიტზე დიდი ოცეულის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, ლიდერის როლის შეესრულებინათ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

[:]

NO COMMENTS