[:ka]

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცალკე ფონდად განთავსდება ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე და ბიბლიოთეკა მუდმივად შეივსება უახლესი ლიტერატურით.

სამომავლოდ ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ქართული ლიტერატურის კუთხის გახსნა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიება 24 მარტს 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

[:]