Home კულტურა ისტორია ზოგადი ცნობები ჩინეთის შესახებ

ზოგადი ცნობები ჩინეთის შესახებ

0
6756

[:ka]

სახელმწიფო მოწყობის წესით ჩინეთი უნიტარული სახელმწიფოა. მმართველი პარტია -კომუნისტური, წყობა – სოციალისტური, ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით ჩინეთი 34 ერთეულს მოიცავს, მათ შორის: 23 პროვინცია, 5 ავტონომიური რაიონი, 4 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი და 2 განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონი.
ჩინეთი მრავალეროვანი (56 სხვადასხვა ეროვნება) სახელმწიფოა, მოსახლეობის 92%-ს შეადგენენ ხანები (ეთნიკური ჩინელები); ხოლო მოსახლეობის 8%-ს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები – ჭუანები, მანჭურები, იანელები, მიაოელები, უიღურები, ტიბეტელები, მონღოლები და ა.შ.

ჩინეთის ისტორიის ქრონოლოგია: ცნობილია მსოფლიოს ოთხი უძველესი ცივილიზაცია: ძველი ეგვიპტის, ბაბილონის, ინდოეთისა და ჩინეთის. მსოფლიოს უძველესი კულტურის სამშობლოს – ჩინეთის ისტორია 5000 წელზე მეტს ითვლის. ჩინეთის მმართველობა პერიოდულად სხვადასხვა დინასტიის ხელში გადადიოდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ იყო ერთგვაროვანი. ჩინეთის ისტორიის ქრონოლოგია შემდეგნაირია:
სიას დინასტია ძვ.წ. 21–17 სს.შანგ-ინის დინასტია ძვ.წ. 17-14 სს. • ჭოუს დინასტია ძვ.წ. 11-3 სს (დასავლეთ ჭოუს ეპოქა  და აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქა: „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი“ „მებრძოლი სამეფოების პერიოდი“) • ცინის დინასტია ძვ.წ. 3 ს.ხანის დინასტია ძვ.წ. 3 – ახ.წ. 3 სს. (დასავლეთ ხანის დინასტია და აღმოსავლეთ ხანის დინასტია) • სამი სამეფოს პერიოდი 3 ს.  (ვეის სამეფო • შუს სამეფო • უს სამეფო) • დასავლეთ ძინის დინასტია 3-4 სს. • აღმოსავლეთ ძინის დინასტია 4-5 სს.სუის დინასტია 5-6 სს.თანგის დინასტია 7–10 სს.ათი სამეფო და ხუთი დინასტია 10 ს • სუნგის დინასტია 10–12 სს. • იუენის დინასტია 13-14 სს.მინგის დინასტია 14-17 სს. • ცინგის დინასტია 17029 სს.ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 წწ. • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949.10.01 – დღემდე.

ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები: ჩინური გამოთქმა: „ჩინეთის ოთხი უძველესი დედაქალაქი“ ტრადიციულად მოიცავდა პეკინს (ჩინეთის დღევანდელი დედაქალაქი), ლოიანგს, ნანკინსა და სიანს. 1920 წლიდან დღემდე, ახალი აღმოჩენების შედეგად, ამ სიას შეემატა კიდევ რამდენიმე ქალაქი: ქაიფენგი, ხანგჭოუ, ანიანგი, ჭენგჭოუ, ტათუნგი. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით დამკვიდრდა ახა ლი გამოთქმა: „ცხრა უძველესი დედაქალაქი“.
ჩინეთის ცნობილი იმპერატორები: ჩინეთის ისტორიაში ბევრი ცნობილი იმპერატორია, მათ შორის აღსანიშნავია: ცინ შიხუანგ-ტი (ცინის დინასტია); ხან უ-ტი (ხანის დინასტია); თანგ თაიწუნგი (თანგის დინასტია); უ წეთიენი (თანგის დინასტია, ერთადერთი ქალი-იმპერატორი ჩინეთის ისტორიაში); თანგ სიუენწუნგი (თანგის დინასტია); ჩინგისხანი (იუენის დინასტია, მონღოლი), ქანგსი (ცინგის დიანსტია) და ა.შ.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ”

[:]

NO COMMENTS