Home კულტურა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში HSK-ს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა

[:ka]თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში HSK-ს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა[:]

0
4215

[:ka]

8 ოქტომბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა:

“ტრადიციულად, ჩინური ენის შესწავლაში თავისუფალი უნივერსიტეტი ლიდერია. ამ ლიდერობას უკვე ერთი დეკადის ისტორია აქვს. ერთის მხრივ ინტერესი ძალიან მაღალია და იზრდება ჩინეთის, ჩინური ენისა და კულტურის მიმართ ამ ქვეყნის როლიდან და პოტენციალიდან გამომდინარე.  მეორეს მხრივ, როგორც ჩანს თავისუფალი უნივერსიტეტი კომფორტული ადგილია კონფუცის ინსტიტუტის ადგილმდებარეობისთვის და ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ სწავლება იყოს ძალიან მაღალ დონეზე, იმ დონეზე, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს ყველა მსმენელს.”

ღონისძიება მოიცავდა ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატების გადაცემას გამოცდაში მონაწილეთათვის. სერტიფიკატები გადაეცა გამოცდის 70-მდე მონაწილეს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს საერთაშორისო გამოცდის ბარიერის გადალახვა და წარმატებით ჩაბარება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, ტენგ სიუკუანგი:

“თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი არის ერთგვარი ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ კონფუცის ინსტიტუტი ძალიან წარმატებული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ქართველ სტუდენტთა უმრავლესობა ძალიან კარგად ფლობს ჩინურ ენას, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თავად სტუდენტის მონდომებაზე. ჩინური ენის ხიდის კონკურსი გვაძლევს საშუალებას ყოველწლიურად შევაფასოთ სტუდენტთა ჩინური ენის ცოდნის დონე.”

[:]

NO COMMENTS