აპრილი17 , 2024
Projects"სარტყელი და გზა"თბილისში ფორუმი "21-ე საუკუნის ჩინეთი" გაიმართა

[:ka]თბილისში ფორუმი “21-ე საუკუნის ჩინეთი” გაიმართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში ქართულ – ჩინური მედია პლატფორმა სინომედიის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „21- ე საუკუნის ჩინეთი“. 

ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა “ჩინეთი ჩემ ცნობიერებაში”, ღონისძიების მიზანი ჩინეთში მიღებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და მომავალში საქართველო-ჩინეთის მრავამხრივი თანამშრომლობის გზების განხილვა იყო.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სინომედიის დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ და ფორუმის სპიკერმა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარინე ჯიბლაძემ. მათ მადლობა გადაუხადეს დარბაზში მყოფ საზოგადოებას ფორუმში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ღონისძიების მიზანს. 

ფორუმის მთავარი თემიდან და მიზნიდან გამომდინარე საღამო დისკუსიის ფორმით წარიმართა. მომხსენებლები საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ, ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე და ჩინეთში მიღებულ გამოცდილებაზე. სტუმართა შორის იმყოფებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. სახელმწიფო მოხელეები, სინოლოგები, მედიის წარმომადგენლები და ჩინეთში სახელმწიფო დაფინანსებით მყოფი სტუდენტები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ფორუმის საპატიო სტუმარი ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იენჩი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

დისკუსია იყო მრავალმხრივი და საინტერესო, ვინაიდან სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ჟურნალისტიკა, განათლება, გარემოს დაცვა, თანამედროვე ჩინეთის ახალი სახე, მრავალმხრივი შესაძლებლობები, ეკონომიკა და ჩინეთ – საქართველოს ურთიერთობები. 

ღონისძიების დასასრულს, შემაჯამებელი სიტყვა ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ წარმოთქვა. მან შესავალში მოკლედ ისაუბრა საკუთარ მოღვაწეობაზე საქართველოში. ხაზი გაუსვა იმ საერთო ღირებულებებს რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. კიდევ ერთხელ აღნიშნა „სარტყელი და გზის“ პროექტის მნიშვნელობა ურთიერთობების გამყარებაში და დასძინა, რომ ჩინეთ – საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ წარმატებულად მიიწევს წინ, რაზეც მეტყველებს ფაქტები, თუმცა დრო არის ის მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა გამოვიყენოთ დაჩქარებისთვის. 

მან დამსწრე საზოგადოებას ჩინეთ – საქართველოს დამეგობრებული ქალაქები გააცნო, როგორიცაა: სინძიანი და კახეთი, ბათუმი და ურუმჩი, შანტუნგი და ბათუმი, გარდა ამისა დამეგობრებულია კახეთი და ხაინანი, თბილისი და კუანგჭოუ. 

ჩინეთის ელჩმა სიტყვის დასასრულს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კულტურათა გაცვლას ორ ქვეყანას შორის. მან მადლობა გადაუხადა სინომედიას აღნიშნული ფორუმის ორგანიზებისთვის და უსურვა წარმატებები. 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები